Back to Top
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 12:27

115 ინფრასტრუქტურული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის 115 სოფელში

გორის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 2020 წელს 115 სოფელში 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.


როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტები თავად მოსახლეობამ შეარჩია.


"პროგრამის შემდეგი ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული ინიციატივების პროექტირებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები", - აცხადებენ მერიაში.


რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ „სოფლის პროგრამის ფარგლებში“ 2020 წელს შერჩეული პროექტების ნუსხას სოფლების მიხედვით:


ზემო ნიქოზი - შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ქვემო ნიქოზი - შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ზემო ხვითი - გარე განათების მოწყობა უბნებში;
ფხვენისი - სოფლის ცენტრში არსებული საჭიდაო არენის რეაბილიტაცია/ საბავშვო ბაღის ეზოში სათამაშო ატრაქციონების მოწყობა;
შინდისი - საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა / სათამაშო ატრაქციონების მონტაჟი;
ქვემო ხვითი - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოფრეზვა ;
ყელქცეული - გარე განათების მოწყობა;
საქაშეთი - გარე განათების მოწყობა;
ვარიანი - სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
ახალდაბა - გარე განათების მოწყობა;
ტყვიავი - სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა ღია მოედანზე;
მარანა - გარე განათების მოწყობა;
ფლავი - გარე განათების მოწყობა;
ფლავისმანი - სავარჯიშო ინვენტარის შეძენა არსებული სპორტ-დარბაზისთვის;
კარალეთი - გარე განათების მოწყობა;
დიდი გარეჯვარი - სკვერის მოწყობა;
პატარა გარეჯვარი - გარე განათების მოწყობა;
ძევერა - გარე განათების მოწყობა;
ქიწნისი - გარე განათების მოწყობა;
სათემო - გარე განათების მოწყობა;
ქვახვრელი - გარე განათების მოწყობა;
უფლისციხე - გარე განათების მოწყობა;
ხიდისთავი - საბავშვო ბაღის ეზოში გასართობი ატრაქციონების მოწყობა/რეაბილიტაცია; სოფლის ცენტრში არსებული დეკორატიული კედლის მშენებლობის დასრულება;
სკრა - მინი სტადიონის მოწყობა;
ახალხიზა - შიდა გზების მოხრეშვა; 
კოშკები - სანიაღვრე არხის მოწყობა; 
ქვ. რიეთი - გზის მოხრეშვა და მიმდებარე სანიაღვრე არხის მოწყობა; 
დიდი გორიჯვარი - სანიაღვრე არხის მოწყობა; 
პატარა გორიჯვარი - ტუმბოს და მილების შეძენა წყალსაქაჩის მოსაწყობად;
ტინისხიდი სარწყავი - არხის გაწმენდვა და დაზიანებული ადგილების შეკეთება;
ოთარშენი სარწყავი - არხის დაზიანებული ადგილების შეკეთება;
თედოწმინდა - სანიაღვრე არხის მოწყობა/სარწყავი არხის დაზიანებული ადგილის აღდგენა;
არაშენდა - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
ვარიანის მეურნეობა - მინი სტადიონის მოწყობა; 
ტირძნისი - გარე განათების მოწყობა; 
ბროწლეთი - გარე განათების მოწყობა; 
მეღვრეკისი - გარე განათების მოწყობა; 
ერგნეთი - სკვერის მოწყობა; 
თერგვისი - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
ბერბუკი - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
ხელთუბანი - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
სვენეთი - გარე განათების მოწყობა; 
თორტიზა - სკვერის და მოსაცდელის მოწყობა; 
ზემო რეხა - სარწყავი არხის რეაბილიტაცია; 
ქვემო რეხა - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
ახალი ხურვალეთი - სოფლის მისასვლელი გზის შეკეთება;
დიდი ხურვალეთი - მინი სტადიონის მოწყობა / საქონლის დასაწყურებელი კუთხის მოწყობა; 
პატარა ხურვალეთი - საქონლის დასაწყურებელი კუთხის მოწყობა 2 (ორ) ადგილას; 
ნადარბაზევი - საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა; 
ნაწრეტი - ბაღებთან მისასვლელი გზების და ბოგირების მოწესრიგება; 
წითელუბანი - გარე განათების სამუშაოების დასრულება / სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება; 
ქვემო შავშვები - გარე განათების სამუშაოების დასრულება / სასმელი წყლის გაყვანილობის რეაბილიტაცია;
შავშვები - გარე განათების სამუშაოების დასრულება / სასმელი წყლის გაყვანილობის რეაბილიტაცია;
ახალშენი - სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება; 
ქვემო ახალსოფელი - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
ზეღდულეთი - სავარჯიშო სივრცის მოწყობა; 
ქვემო სობისი - გარე განათების მოწყობა; 
ზემო სობისი - გარე განათების მოწყობა; 
ფაბრიკის დასახლება - სკვერის მოწყობა სოფლის ცენტრში; 
დიდი მეჯვრისხევი - გარე განათების მოწყობა; მეჯუდის პირი სტადიონის მოწყობა; 
პატარა მეჯვრისხევი - გარე განათების მოწყობა; 
ზერტი - გარე განათების მოწყობა; 
კირბალი - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
ბერშუეთი - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
კარბი - მინი სტადიონის მოწყობა; 
მერეთი - საჭიდაო არენის მოწყობა; 
ზარდიაანთკარი - გარე განათების დასრულება /შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
გუგუთიაანთკარი - სანიაღვრე არხის მოწყობა; 
კოშკა - სანიაღვრე არხის მოწყობა; 
ქერე - სკვერის მოწყობა სოფლის ცენტრში; 
ქვეში - სკვერის მოწყობა სოფლის ცენტრში; 
ქვემო - არცევი შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
შერთული - საცალფეხო ხიდის მოწყობა მდინარე ლიახვზე; 
სათბურის დასახლება - საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწესრიგება; 
დიცი - საბავშვო ბაღის გაფართოება და ეზოს მოწესრიგება; 
ქორდი - გარე განათების მოწყობა; 
არბო - გარე განათების მოწყობა; 
კვარხეთი - გარე განათების მოწყობა; 
ახალუბანი - სასმელი წყლის სისტემის ავზების შეძენა-მონტაჟი;
მუმლაანთკარი - სასმელი წყლის სისტემის ავზების შეფუთვა/ სოფელში მისასვლელ გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება; 
აძვი - სკვერის მოწყობა;
ჯარიაშენი - სკვერის მოწყობა; 
ახრისი - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
ციცაგიაანთკარი - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; 
დეგეულა - სარწყავი არხის შეკეთება; 
დიდი ატენი - საკანალიზაციო გაყვანილობის მოწყობა; 
ფუხაანთუბანი - გარე განათების მოწყობა; 
პატარა ატენი - სარწყავი არხის შეკეთება; 
გარდატენი - სარწყავი და სასმელი წყლის გაყვანილობისათვის მილების შეძენა; 
ჭეჭელაანთუბანი - შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; ჯებირი მილების შეძენა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებისათვის; 
წედისი - გარე განათების მოწყობა; 
ბნავისი - გარე განათების მოწყობა; 
ღვარები - სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და გაყვანილობის მოსაწყობათ მასალების შეძენა; 
ზემო ქსოვრისი - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; 
ოლოზი - გარე განათების მოწყობა; 
ბობნევი - სარწყავი არხის რეაბილიტაცია; 
ბიისი - სასმელი წყლის 2 სათავე ნაგებობის მოწყობა; 
თხინალა - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; 
იფნარა - სოფელში მისასვლელი გზის მოწესრიგება; 
ორმოცი - მდინარე ტანაზე ხიდის მოწყობა; 
ქვემო ბოშური - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; 
ზემო ბოშური - სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა , შიდა ქსელში დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლა; 
ტუსრევი - სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და შიდა ქსელის მოწყობა; 
ყველაანთუბანი - სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება; 
გაგლოაანთუბანი - სასმელი წყლის შიდა გაყვანილობის მოწყობა; 
ლევიტანა - სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა; 
საყავრე - კოტეჯის შეძენა საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად; 
ფიცესი - სასმელი წყლის არსებული სისტემის რეაბილიტაცია; 
ლული - მასალების შეძენა სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად; 
წითელწყარო - მასალების შეძენა სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად; 
მღებრიანი - საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება / სასმელი წყლის მიყვანა; 
ტამი - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; 
ველები - სოფელში მისასვლელი გზის მოწესრიგება

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის 115 სოფლისთვის 1 596 000 ლარი გამოიყო. თითოეულმა სოფელმა თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 542 times