Print this page
ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 16:33

გორში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეოთხე ეტაპი დაიწყო

გორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისათვის“ მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

 

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

პროექტის მეოთხე ეტაპის ფარგლებში მოეწყობა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, საბაზრო ფართი და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძი/საპირფარეშო.

 

გამარჯვების მემორიალთან მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელთან ალექსანდრე თარხნიშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

ხელშეკრულების მიხედვით, მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 737 940 ლარია, სამუშაოებს შპს „სამშენებლო ტრესტი N3“ ასრულებს.

 

"ტურისტული საინფორმაციო ცენტრის, საბაზრო ფართისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა ტურისტებისათვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის, ტურისტებს მარშრუტების შერჩევასა და მათთვის საინტერესო ადგილების მოძიებაში დაეხმარებათ", - ამბობენ მერიაში. 

 

უწყების ცნობით, საბაზრო ფართში ტრადიციული სუვენირები და ადგილობრივი მეწარმეების სხვადასხვა პროდუქცია გაიყიდება.

 

გორში ამ დრომდე საზოგადოებრივი საპირფარეშოების არასაკმარისი რაოდენობა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგეს - ტურისტულ ზონაში არ არსებობს მოწესრიგებული სველი წერტილები.

 

ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის წინა ფაზებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით რეაბილიტირდა გამარჯვების მემორიალი და სკვერი, შოთა რუსთაველის მემორიალი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ეთნოგრაფიულ მუზეუმის ტერიტორიაზე ტრადიციული ხელსაქმეებისათვის მოეწყო სახელოსნოები.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 2082 times