Print this page
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 12:07

მეჯვრისხევში სკვერის მოწყობისთვის 60 000 ლარამდე დაიხარჯება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

 

პროექტის ფარგლებში მეჯვრისხევში უნდა მოეწყოს საბავშვო ატრაქციონები, კალათბურთის ფარი, ფანჩატური და სანათი

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

 

 

 

სამუშაოების ფარგლებში უნდა მოხდეს არსებული ბეტონის კედლის დემონტაჟი, გრუნტის დამუშავება რკინა/ბეტონის კედლის მოსაწყობად, გრუნტის მოჭრა. ასევე დაიდგმება სკამები, დამონტაჟდება განათებები და მოეწყობა ფანჩატური. 

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 59 280 ლარი გაითვალისწინა. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2236 times Last modified on ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 12:11