Back to Top
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 12:54

მოუწესრიგებელი სადარბაზოები გორში - მერიის თუ მოქალაქეების პასუხისმგებლობა

დაზიანებული კედლები, მოსაწესრიგებელი კიბეები, ნახევრად ჩამოხეული წინასაარჩევნო პლაკატები თუ სარეკლამო განცხადებები - დიდწილად ასეთი ვითარებაა გორში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მერიაში ამბობენ, ისინი მზად არიან მოქალაქეებთან ერთად მოაგვარონ ეს პრობლემა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოადგენელის თქმით, სწორედ ამისთვის არსებობს ამზანაგობების თანადაფინანსების პროგრამა.

 

"ამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიას აქვს პროგრამა ამხანაგობების თანადაფინანსება, პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს 90% დაუფინანსებს და ამხანაგობის გადასახდელი მხოლოდ 10% - ია. მერია გადაიხდის სოციალურად დაუცველი ოჯახების თანხასაც. წლების განმავლობაში ამ პროგრამით ბევრმა ამხანაგობამ ისარგებლა და მოაწესრიგა საკუთარი ეზოები", - ამბობს ნათია მდინარიძე.

 

როგორ მივიღოთ თანადაფინანსება მერიისგან?

 

თანადაფინანსების გაცემა ხდება ამხანაგობის/არარეგისტრირებული კავშირის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენის გზით, დაფინანსების თხოვნით, მერისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ ამხანაგობას / არარეგისტრირებულ კავშირს;


განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:


ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებელი კრების ოქმის ასლი;
კრების ოქმის ასლი, რომლითაც ამხანაგობა/არარეგისტრირებული კავშირი იღებს გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად განაცხადის გაკეთების შესახებ;
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

 

განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია განიხილება მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასქტრუქტურის სამსახურის მიერ და მოწონების შემთხვევაში, მოწონებულ პროექტზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. გამარჯვებულ კომპანიასა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდება ხელშეკრულება სამუშაოთა 90%-ის ღირებულებაზე. ხოლო რაც შეეხება 10 %-ის ღირებულების სამუშაოებს, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ამხანაგობას/არარეგისტრირებულ კავშირსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის.

 

ანაზღაურება მოხდება სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის და ექსპერტიზის დაკვსნის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 536 times