Back to Top
პარასკევი, 06 მარტი 2020 12:32

გორის მერია წყლის გაუქმებული სათავე ნაგებობის აღდგენაზე 500 000 ლარს დახარჯავს

გორის მერია ქალაქის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას გეგმავს. საუბარია შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებულ (გაუქმებულ) სათავე ნაგებობაზე, რომლის აღდგენის შემდეგ მოხდება:

 

1. ლომჭაბუკის სკვერის გასარწყავება;
2. იუსტიციის სახლის წინ არსებული შადრევნის წყალმომარაგება;
3. ახალ-ბაღის კულტურისა და დასვენების პარკის არსებული შადრევანის
წყალმომარაგება;
4. ახალ-ბაღში მწვანე საფარისა და ყვავილნარის სარწყავი ქსელის მოწყობა;
5. სტალინის სახლმუზეუმის ეზოში არსებული მწვანე ზოლის გასარწყავება და
შადრევნის წყალმომარაგება;
6. სტალინის გამზირის ორივე მხარეს არსებული გამწვანების ზოლის სარწყავი სისტემის
მოწყობა და "შიოს წყაროს" სახელობის შადრევანის წყალმომარაგება.
7. ჭავჭავაძის ქუჩაზე, თეატრის სკვერში არსებული გამწვანების და შადრევნის
წყალმომარაგება.
8. ჭავჭავაძის ქუჩაზე ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის სკვერის გამწვანების სარწყავი
სისტემის მოწყობა.
9.აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული გამწვანების ზოლის სარწყავი ქსელის მოწყობა.

 

გორის მერიამ სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის კი 508 130 ლარი გაითვალისწინა.

Read 1892 times