Back to Top
ორშაბათი, 18 მაისი 2020 15:52

წედისი - ბნავისი - ოლოზის წყალმომარაგების საკითხის მოგვარება პანდემიის გამო გადაიდო

2020 წელს, სოფლების - წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომლისთვისაც საჭირო თანხის 90% რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა გამოეყოთ. 10% კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო.

COVID-19-ის მიზეზით გამოწვეული შეზღუდევების გამო პროექტების განხორციელება შეჩერდა და აღნიშნული გეგმის განხორციელებაც ჯერჯერობით გაურკვეველი დროით გადაიდო.

 

აღნიშნულის შესახებ მერიამ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედია გასული წლის ბოლოს შემუშავებული პროექტის ბედით დაინტერესდა.

 

"ბნავისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით უკვე მომზადებულია პროექტი და გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაფინანსების გამოყოფის მიზნით. ველოდებით განკარგულებას თანხის გამოყოფის შესახებ. თანხის გამოყოფისთანავე გამოვაცხადებთ ტენდერს", -განმარტავენ მერიაში. 

 

ბნავისელები ამბობენ, რომ სოფელში არც გაზი და არც ბუნებრივი აირია. მერიის პრსსამსახურის ცნობით, გზა მანამდე ვერ დაიგება ვიდრე წყლის სიტემა არ მოეწყობა.

 

რაც შეეხება ბუნებრივი აირს, ეს საკითხი უკვე არა მერიის, არამედ "სოკარის" კომპეტენციაშია.

 

 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Read 1254 times Last modified on ორშაბათი, 18 მაისი 2020 16:35