Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 03 ივლისი 2020 16:49

გორში, ბაღების სააგენტომ ორ კვირაში 6 ტენდერი შეწყვიტა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მაისის ბოლოდან, ივნისის პირველ ნახევრამდე 6 ტენდერი შეწყვიტა.

 

ბოლო შეწყვეტილი ტენდერი ორცხობილას, შაქარის და მაკარონის შესყიდვას ეხებოდა, თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა 31 582 ლარის ღირებულების შესყიდვა, სააგენტომ აღარ გააგრძელა.

 

აღნიშნულ პროდუქტზე ტენდერი სააგენტომ მანამდეც შეწყვიტა. მაშინ ამისთვის 26 815 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

მანამდე კი სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ქათმის კვერცხის შესყიდვა გადაიფიქრა, ამისთვის მას 16 248 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

 

ამავე თემაზე:გორის ბაღების სააგენტომ 57 400 კვერცხი "სახანძრო ტექნიკისგან" პირდაპირი შესყიდვით იყიდა

 

სააგენტომ ასევე შეწყვიტა ტენდერი, რომელიც 25 351 ლარად ბრინჯისა და სიმინდის ფქვილის შეძენას გულისხმობდა.

შესქელებული რძის შესაძენად კი, რომლის ტენდერიც ასევე შეწყვეტილია 13 578 ლარი იყო განსაზღვრული.

 

სააგენტომ ტენდერი შეწყვიტა რაფინირებული ზეთის შესაძენადაც, რომლისთვისაც19 750 ლარის დახარჯვას აპირებდა. ყველა აღნიშნული ტენდერი 2020 წლის 27 მაისიდან 17 ივნისამდე პერიოდშია გამოცხადებული და შეწყვეტილი.

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა პანდემიის გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყვიტეს, თუმცა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების დარიგება აღსაზრდელებისთვის რამდენჯერმე განხორციელდა. 

Read 513 times