ახალ ატრაქციონებს "ახალბაღისთვის" ის კომპანია შემოიტანს, რომელმაც გორში მონიტორები დაამონტაჟა.
"გორის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებასთან ერთად, მოსახლეობასთან კონსულტაციებიც შეფერხდა", - ამის შესახებ გორის მერმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "კომუნიკაცია დისტანციურად" ისაუბრა.
2020 წელს, სოფლების - წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომლისთვისაც საჭირო თანხის 90% რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა გამოეყოთ. 10% კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს დოკუმენტი, სადაც საუბარია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშუტო საშუალებების დაჯარიმებიდან შემოსულ მოსაკრებელზე.
გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის სახელობის მემორიალზე კომპოზიციისა და დაღუპულთა გვარებისა და სახელების ამოტვიფრის ესკიზისა და შესაბამისი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
სადგურის საბავშვო ბაღში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ზაფხულისთვის ვარაუდოებენ. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი რადიო "მოზაიკასთან' საუბარში ამბობს, ობიექტზე სამუშაოები ჯერ ინტერიერზე ხორციელდება.
გორში, მალე კომპანია "ეკო ჯორჯია" ბიოდეგრადირებადი საწარმოს ამუშავებას გეგმავს. აღნიშნულმა კომპანიამ ქარხნის მოსაწყობად ტერიტორია სახელმწიფოსგან 1 ლარად იყიდა. საუბარია სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე "ბოქსების" ტერიტორიაზე, სადაც ასევე საცხოვრებელი კორპუსებია.
გორის მერია ქალაქის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას გეგმავს. საუბარია შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებულ (გაუქმებულ) სათავე ნაგებობაზე, რომლის აღდგენის შემდეგ მოხდება:
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე "ბითფურის“ მონაცემთა ცენტრმა, საკრებულოს თავმჯდომარეს 2019 წელს 97 910 ლარი გადაუხადა.
გორში პარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლებმა საპარკინგე კარტით უნდა ისარგებლონ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს საპარკინგე ადგილი ნაყიდი არ აქვს, კეთილწყობის სამსახურის თანამშრომლები ჯარიმას უწერენ.
დაზიანებული კედლები, მოსაწესრიგებელი კიბეები, ნახევრად ჩამოხეული წინასაარჩევნო პლაკატები თუ სარეკლამო განცხადებები - დიდწილად ასეთი ვითარებაა გორში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
გორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისათვის“ მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 2020 წელს 115 სოფელში 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.