Back to Top

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური საკრებულოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ახლადაშენებულ შენობას ელექტრონული აუქციონის წესით აქირავებს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ერთ - ერთ უბანში, გზა რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, მოხრეშეს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ქონებას მისი დეპუტატობის პერიოდში ბინა და მიწის ნაკვეთი შეემატა. ამის შესახებ თენგიზ ხუბულური ქონებრივ დეკლარაციაში წერს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს გამარტივებული ხელშეკრულებები გაუფორმა.

Comment

გორის მერიამ მუნიციპალიტეტში რუსული წარმოების ტრენაჟორები დაამონტაჟა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ასეთი ტრენაჟორები გორთან ერთად, ერთ-ერთ სოფელშიც არის დამონტაჟებული 

Comment

კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი 10-მდე თანამშომელს ხელშეკრულებას აღარ უფორმებს. გელა კაპანაძე წლის განმავლობაში სხვა საკადრო ცვლილებებსაც გეგმავს. რას ამბობენ თანამშრომლები და როგორია იურისტის რჩევები? 

Comment

გორში შიდა ეზოების უმრავლესობა მოსაწესრიგებელია. რადიო "მოზაიკამ" გადაიღო ფოტოები, რომლებიც გორის სხვადასხვა უბანში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

Comment

ევროკავშირის რეკომენდაციით, 2019 წელს გორის მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული პოტენციალის მქონე ღირსშესანიშნაობების ინვენტარიზაცია უნდა მოეხდინა, თუმცა როგორც რადიო "მოზაიკას" უთხრეს, ამ ეტაპზე ერთიანი ნუსხა შედგენილი არ არის.


 

"ვიცით, რა ღირსშესანიშნაობებიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და ერთიანი ნუსხის შედგენა ჯერ არ მომხდარა. დაინტერესებულ პირებს, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ძეგლები მოძიება ინტერნეტში, "დაგუგვლით" შეუძლიათ", - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა.

 

რობერტ მაღლაკელიძის თქმით, ერთიანი ჩამონათვალის გაკეთება მომავალში იგეგმება, თუმცა ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

 

ევროკავშირის სამდივნომ, დოკუმენტის "გორის ეკონომიკური განვითარების გეგმა" შემუშავების პროცესში, ჩათვალა, რომ გორში ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ტურისტული პოტენციალის მქონე ღირსშესანიშნაობების აღწერა იყო საჭირო.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გაეკეთებინა.

 

რაც შეეხება ფინანსებს, დოკუმენტის მიხედვით, ინვენტარიზაციისთვის დაახლოებით 11,000 ლარი უნდა დახარჯულიყო.

ევროკავშირის სამდივნოს გათვლით, ადგილობრივი ხელისუფლება ინვენტარიზაციის შედეგად მოძიებულ ინფორმაციას გამოიყენებდა მუნიციპალიტეტის უკეთ პოპულარიზაციის, ტურისტული მარშრუტების შექმნის/გაუმჯობესების და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის მიზნით.

 

ინფორმაციისთვის, დოკუმენტი "გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა" არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის სამდივნოს ჩართულობით მომზადდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი გორს ტურიზმის მიმართულებით აქვთ. შესაბამისად, 2-წლიანი (2019-2021) გეგმის მიხედვით, გორის მერიამ ტურიზმის განვითარება სწორედ ტურისტული ძეგლების აღწერით უნდა დაიწყოს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეკონომიკური განვითარების ოფიცერი. ეს პოციზია მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში არსებობს და ის ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა.

Comment