გორში მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე მოქალაქეები დიდი ხანია საუბრობენ. ეს საკითხი განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ხიდი, რომელიც ორ უბანს აკავაშირებს, ინგრევა. მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე თავზარაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს თვეში ერთხელ ფეისბუქ-ლაივის საშუალებით პასუხობს. თუმცა კონტსტანტინე თავზარაშვილმა მერობის პერიოდში სულ ასეთი 6 ეთერი ჩართო.
დემოკრატიული მმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. ამის ერთ-ერთი გზა საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართვაა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებენ. აღნიშნულის შემთხვევაში, საკრებულოში 8 ფრაქცია იარსებებს და მათი შენახვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 25 600 ლარი დაიხარჯება.
გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან 39-ში ნაგვის ურნები არ დგას. რის გამოც, უკვე წლებია, მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეში ყრის.
სათემო ცენტრები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის გააქტიურებისთვის აშენდა და გორის მერიას გადაეცა, წლებია, ამ ფუნქციას არ ასრულებს.
სამჯერ ჩავარდნილი და მეოთხედ გამოსაცხადებელი ტენდერის ფონზე, გორის მერია პირობას დებს, რომ სადგურის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი წლის ბოლომდე აშენდება.