გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეკონომიკური განვითარების ოფიცერი. ეს პოციზია მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში არსებობს და ის ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციას საკუთარ ვებ.გვერდზე არადამუშავებ ფორმატში (DjVu) ტვირთავს, რაც დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის სწრაფად და მარტივად ნახვის შესაძლებლობას არ აძლევს.
გორში წმინდაწყლისა და კომბინატის დასახლებების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის საკითხი, წლებია, აქტუალურია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვასთან ერთად, ქალაქის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
"ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც გორის მერიამ ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის სამდივნო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარა მუნიციპალიტეტის პოტენციალის განსაზღვრასა და განვითარების გეგმის შემუშავებაში.
გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურში ნარკოლოგიური ცნობები მიატანინეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სააგენტოს თანამშრომლებმა აცნობეს.
შიდა ქართლის გუბერნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 660 000 ლარით დაფინანსდა. უწყების ცნობით, შარშანდელთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სკამების შეძენას გეგმავს. რა თანხა დაიხარჯება ინვენტარის შესაძენად ჯერჯერობით უცნობია.
სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან თუ გზის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან, მოქალაქეები უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითხოვენ. არის ადგილები, სადაც არც საგზაო ნიშნებია განთავსებული, არც "ზებრა" გადასასვლელია დახაზული და არც ე.წ მწოლიარე პოლიციელი მოწყობილი. რადიო "მოზაიკამ" მასალა რამდენიმე ასეთი ადგილის შესახებ უკვე მოამზადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გორელებისთვის საცურაო აუზის მოწყობა იყო. მიუხედავად ამისა, გორში ყველა ასაკის მსურველზე გათვლილი აუზი დღემდე არ ფუნქციონირებს.
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფინანსება (დარიცხული) 277 575 ლარი განისაზღვრა. ეს თანხა ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეეების ხელფასებში დაიხარჯა.
გორში ველობილიკების მოსაწყობად, მერიამ მეორედ ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა მაშინ გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვა ვერ შეძლო.