"ხიდისთავში ბუნებრივი აირის პრობლემა არ მოგვარებულა", - ადგილობრივების ინფორმაციით უბნებში, მხოლოდ მილები გაიყვანეს, მრიცხველები კი არ დაუყენებიათ. მათი თქმით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირით მხოლოდ რამდენიმე ოჯახი სარგებლობს.
თუ კი გორში ვინმე, ჭალა-კვერნაკის დასახლებიდან სადგურის მიმართულებით ან პირიქით, გადაადგილებას გადაწყვეტს, აღმოაჩენს, რომ სამარშრუტო ხაზი ამ მიმართულებებს არ გააჩნია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ამ მიმართულებით გადაადგილება. ასეთები არიან სტუდენტები და ისეთი ადამიანები, რომლებსაც მატარებლის სადგურით სარგებლობა ხშირად უწევთ.
გორის მაჟორიტარი დეპუტატის წლიურ შემოსავლებში 48 900 ლარი შპს "იბოლიადანაა". ამის შესახებ იოსებ მაკრახიძეს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.
გორში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო. კომენტარი ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გააკეთა.
გორში მცხოვრებ, უკრაინაში გარდაცვლილი გმირის ოჯახს მერია დაეხმარა. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე ამბობს, მუნიციპალიტეტმა მათი აივნის სახურავი შეცვალა, რომელიც ნალექიან ამინდებში წყლის გუბეებს ქმნიდა და სახლშიც აღწევდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრმა ფუნქციონირება აღადგინა.
რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატეხილი მინის გამო აქტივობები აქ შეჩერებული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც რადიო "მოზაიკამ" ფაქტი რამდენჯერმე გააშუქა, გორის მერიამ შენობას ახალი მინა ჩაუსვა და დარბაზმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ფუნქციონირება.
მერის წარმომადგენლის, ილია ოქროშიაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათით გორის მერიამ მომხდარზე მაშინვე მიმართა, თუმცა ადგილობრივების შეფასებით, საკითხი 3 თვის შემდეგ გორის მერიამ რადიო "მოზაიკას" აქტიურობის შედეგად გადაწყვიტა.
"აგვისტოში ჩაამტვრიეს სათემო ცენტრში მინა, სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ მოსულები, ამ დარბაზში ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო ღონისძიებები იმართება ხოლმე და გული გვტკიოდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ცენტრი უფუნქციო იყო სწორედ ამ ჩამტვრეული მინის გამო. მას შემდეგ რაც რადიო "მოზაიკამ" საკითხის გაშუქება დაიწყო და მერიას რამდენჯერმე შეახსენა, რომ მინა ჩასასმელი იყო, დღეს უკვე აქტივობები განახლებულია და ჩვენი და არა ხოლოდ ჩვენი ბავშვებისთვის ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", -აცხადებენ სკრის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლები.
მიმდინარე წელს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 996 800 ლარი იყო, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა დასახლებებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განცხორციელდა, ამის შესახებ ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა.
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, პროექტის საერთო ღირებულება -18 818,86 ლარი.
2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული საბავშვო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის საერთო ღირებულება - 22 078,42 ლარი.
3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში არსებული კოტეჯების ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები (იატაკების შეცვლა), პროექტის საერთო ღირებულება - 49 911,79 ლარი.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილი აქვს, მიმდინარე წელთან შედარებით, 2020 წლის ბიუჯეტი გაორმაგებულია და 2 მილიონზე მეტია.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
მიმდინარე წელს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 12 სოციალური პროგრამა განახორციელა. აღნიშნული პროგრამებისთვის საერთო ჯამში 372 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაქვეყნა:
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 70 ოჯახი, თითოეულ ახალშობილზე 300 ლარი, თანხა სულ 21 000ლ.
2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 56, თითოეულ გარდაცვლილზე 500 ლარი, თანხა სულ: 28 000ლ.
3. ავადმყოფთა ერთჯერადი დახმარება - ოპერაციის თანადაფინანსება 59, (ინდივიდუალური), თანხა სულ: 23 480ლ.
4. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (80 და მეტი წელი) 252, თითოეულზე 200 ლარი, თანხა სულ: 50 200ლ.
5. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -48, თითოეულზე 500ლ, თანხა სულ: 24 000ლ.
6. დედ - მამით ობოლ ბავშვებს გაეწიათ ერთჯერადი სოციალური დახმარება -2, თითოეულზე 500ლ, თანხა სულ: 1 000ლ.
7. დიალეზზე მყოფი ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -5, თითოეულზე 250 ლარი, თანხა სულ: 1 250ლ.
8. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება -22 ოჯახი, თითოეულ ოჯახზე 200 ლარი, თანხა სულ: 4 400ლ.
9. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება -5, ( 100%-500ლ, 70%-400ლ. 50%-300ლ), თანხა სულ: 1 700ლ.
10. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულები -1, (3 000 ლარამდე), თანხა სულ: 3 000 ლ.
11. დევნილთა ოჯახების 100 (ასი) ლარის დახმარება პროდუქტის ნაცვლად -490 ოჯახი, თანხა სულ: 49 000ლ.
12. პროდუქტი, თითოეულ ოჯახზე 50კგ. ფქვილი, 10ლ. ზეთი, 10კგ. შაქარი, 5კგ. წიწიბურა;
გორის მუნიციპალიტეტი:
• კარალეთი დევნილთა დასახლება და გორის საბავშვო ბაღები-204 ოჯახი;
• ვერხვების დევნილთა დასახლება-120 ოჯახი;
• ბერბუკის დევნილთა დასახლება -76 ოჯახი;
• ხურვალეთის დევნილთა დასახლება-111 ოჯახი;
• შავშვების დევნილთა დასახლება- 126 ოჯახი;
• საქაშეთის დევნილთა დასახლება- 60 ოჯახი;
• სკრას დევნილთა დასახლება-31 ოჯახი;
ტენდერის საშუალებით შეისყიდეს:
1. მცენარეული ზეთი 14 100 ლიტრი, თანხა სულ: 26 656 ლარი;
2. პირველი ხარისხის ფქვილი 70 500კგ. თანხა სულ: 69 442 ლარი;
3. შაქარი 14 100კგ. თანხა სულ: 17 136 ლარი;
4. წიწიბურა 7 050 კგ. თანხა სულ: 8 472 ლარი.
შესყიდული პროდუქტის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 121 707
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 000 ლარით დაფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.
გორის წისქვილ-კომბინატის დირექტორმა, მირიან ოქროშიაშვილმა, მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა.