გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. პრეზენტაციას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე უძღვებოდა.
გორი საზღვარგარეთ მდებარე 17 ქალაქთან არის დამეგობრებული. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორის საერთაშორისო ურთიერთობების მოკლე მიმოხილვას.
ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა. სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის მითითების ჩააგდეს, თუმცა ამას ივანიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მან უბრალოდ მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უძრავი ქონების გაყიდვით, ათ თვეში, 533 556,27 ლარი მიიღო, - ეს ინფორმაცია მერიის ეკონომიკური სამსახურის ანგარიშშია მოცემული.
"ქართული ოცნების" გორელი დეპუტატის ოჯახმა, წლების განმავლობაში, 35 950 კვ.მეტრი მიწის ფართობი 10 500 ლარად შეიძინა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანში, სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორის საპატიო მოქალაქის ვახტანგ ყანჩაველის სამშენებლო კომპანია " "სამშენებლო ტრესტი N3" ჯერ მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა, შემდეგ კი, აღმოაჩინა, რომ დოკუმენტაციაში ხარვეზები ჰქონდა და ოქმი, რომლის მიხედვით, ყანჩაველის ორგანიზაცია გამარჯვებულად გამოცხადდა, გააუქმეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია შრომითი ხელშეკრულებით ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
გასული წლის მონაცემების მიხედვით, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელფასის სახით, 30 280 ლარი, მისმა მეუღლემ კი, რომელიც სოციალური სუფსიდიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია, 6240 ლარი მიიღო.
გორში ტურიზმის ცენტრსა და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ "სამშენებლო ტრესტი #3" გაიმარჯვა.
2022 წლამდე, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს.
სტიქიური ნაგავსაყრელი 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში დაიხურა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმაშია ნათქვამი. საუბარია 10-მდე ადმინიტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებზე, სადაც მათი წარმომადგენლების განმარტებით, ღია ნაგავსაყრელების დახურვა პერიოდულად ხდება.
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ზვიად ანესაშვილმა ეს თანამდებობა ორი თვის წინ დაიკავა. მან ამ პოსტზე მირიან კლიმიაშვილი შეცვალა.