გორში, შარტავას ქუჩაზე ხალხი ტივს ითხოვს - ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

ოპოზიცია ხელისუფლებას გორში, შარტავას ქუჩის რეაბილიტაციას სთხოვს.

"როდესაც საკრებულოზე თავს იწონებდით ინფრასტტუქტურული პროგრამებით, რომლებიც მაკრახიძის კომპანიამ ჩაატარა და თანაც უხარისხოდ. შარტავას ქუჩაზე ხალხი ტივს ითხოვს", - ამ განცხადებას ენმ-ს-წევრი ვასილისა ჯაბახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გორის მერთან ერთად, ის გორის მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესაც მიმართავს და მოითხოვს, რომ კომპეტენიის ფარგლებში, ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს. 

"ჟიული შარტავას ქუჩის ჩიხი, რომელიც სულ რაღაც 150 მეტრია, საშინელ მდგომარეობაშია. აქ მაცხოვრებლებისთვის, წვიამიანი ამინდების დროს, გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. მითუმეტეს, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და სკოლიდან ბრუნდება, ეშინიათ, რომ ბავში ამ გუბეებში არ ჩავარდეს. ელემენტარული თავმოყვარეობა რომ მაინც ჰქონდეს გორის მერს, გამოვიდოდა კაბინეტიდან და ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემებით დაინტერესდებოდა. ასევე, იოსებ მაკრახიძე, რომელმაც თავი მდუმარებით დაგვამახსოვრა და გორში ყველ ტენერს თითქმის მისი კომპანია იგებს, ურჩევდა მაინც კოტე თავზარაშვილს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გზა მოეწესრიგებინა", - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

ქუცა შართავა რეაბილიტაცია ენმ

გორის მაჟორიტარი დეუტატი იოსებ მაკრახიძე რადიო "მოზაიკასთან" საუბრში ამბობს, რომ დაინტერესდება აღნიშნული პრობლემით და პირადად გაეცნობა იმ შესაძლებლობებს, რაც მისი მხრიდან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად იქნება გასაკეთებელი.

"მოვიკითხავ, რა ხდება ამ მონაკვეთზე და რისი გაკეთებაა ჩემი მხრიდან საჭირო. დამირეკეთ ხვალ დილის საათებში და გეტყვით. კონკრეტულად რა შეიძლება რომ გაკეთდეს, ასევე გეტყვით. მივმართავ თუ არა ამ ჩიხის შესახებ გორის მერს რეკომენდაიით", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

გორის მერი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ქალაქსა და სოფლებში ეტაპობრივად გვარდება.

"ქუჩებს რომ ვაკეთებთ, ამას ქალაქში ყველა ხედვას. მსგავსი მდგომარეობა მარტო მაგ ჩიხში არაა და ვცილობთ ეტაობრივად აღმოვფხვრათ მსგავსი პრობლემები. დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლი იმ ქუჩების ჩამონათვალიც გავავრცელოთ რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ან იგეგმება მიმდინარე წელს", - ამბობს გორის მერი.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც მიიღო, რომლის ფარგლებშიც, 2019 წელს 7 ქუჩაზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დაიგეგმა. მანამდე კი გორის მერიამ, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილტაცია ქალაქისა დ სოფლების მასშტაბით სულ 27 კმ ზე განახორციელა, რაშიც 11 მლნ 756 ათას 101 ლარი დახარჯა. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის წილი 1 მლნ 257 ათას901 ლარს შეადგენდა. გასულ წელს (2018 წლის ანგარიშის მიხიედვით), ქალაქის მასშტაბით, რეაბილიტაცია სულ 21 ქუჩას შეეხო, ამ ჩამონათვალში გზის აღნიშნული მონაკვეთი, რომელზეცც ოპოზიცია აპელირებს, არ აღმოჩნდა და მის შეკეთებას გორის მერია ვერც ამ დროისთვის აანონსებს.

 

ამავე თემაზე: გუბეები შარტავას ჩიხში - მოქალაქეთა მოთხოვნა და მერის გეგმები

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1067 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი