საგზაო ნიშნების პრობლემა ქალაქში და თანმდევი საფრთხეები - რას გეგმავს გორის მერია

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ეს საკითხი წლებია გადაუჭრელია.

მოქალაქეები გორის მერიას ქუჩების სწორად დახაზვასა და უსაფრთხოების კამერების განთავსებას სთხოვენ.

თენგო მამუკაშვილი საკუთარი ავტომობილით ქალაქში ყოველდღე გადაადგილდება. ამბობს, რომ მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნები და უხარისხოდ დახაზული გზები, სწორად და უსაფრთხოდ გადააგილებაში ხელს უშლის.

პირველ რიგში, რაც პრობლემას მიქმნის, მანქანით გადაადგილებისას, არის გადათხრილი გზები, ზოგ ადგილას დახაზულიც არ არის. ცალკე პრობლემაა, კიდევ ფეხით მოსიარულე,რომელიც წესებს არ იცავს და მძღოლსაც საფრთხეს უქმნის და თავის თავსაც. ჩემი აზრით, ეს პრობლემა მხოლოდ ჭკვიანი კამერებით ვერ გადაწყდება“, - ამბობს თენგო მამუკაშვილი.

მძღოლების გარდა, ქალაქში მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ფეხით მოსიარულეებიც საუბრობენ. თამარ სოსიაშვილს გაჩერებამდე მისასვლელად გზის გავლა ფეხით უწევს. ამბობს, რომ გადაადგილებისას უხარისხოდ დახაზული ქუჩები და მძღოლების დაუდევრობა ქვეითად მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის.

გარდა იმისა, რომ გზები ცუდადაა დახაზული, ნიშნებიც არასოწრადაა დაგეგმარებული. მაგალითად, კონკრეტული ნიშანი 50 მეტრში რომ უნდა იდგეს, პირდაპირ მოსახვევშია დამონტაჟებული. ამას ემატება მძღოლების მოუწესრიგებლობაც, წესებს არ იცავენ და ამისთვის შესაბამისად უნდა ჯარიმდებოდნენ, რასაც მეტი კონტროლი სჭირდება. ჩემი აზრით, ჭკვიანი კამერები ამ მდგომარეობას გამოასწორებს - მოქალაქეები, იქნება ეს მძღოლი თუ ფეხით მოსიარულე, მიხვდებიან, რომ საგზაო წესები უნდა დაიცვან. თუმცა, თუკი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება, ნამდვილად გაუჭირდებათ“, - გვითხრა თამარ სოსიაშვილმა.

საგზაო ინფრასრტუქტურა რომ მოსაწერგიბელია, გორის მერიაშიც იციან. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ქუჩების ხარისხიანად დახაზვითა და . ჭკვიანი კამერების დამონტაჟებით გეგმავენ. ამ საკითხზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც იმსჯელეს. საკრებულოს თავჯდომარის თქმით, აღნიშნული მიმართულებით თანხა 2018 წლის დარჩენილი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

წელს ვგეგმავთ, რომ ქალაქის ქუჩები ხარისხიანი საღებავით დავხაზოთ, კამერები, არამხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ჩვენ 2019 წლის ბიუეჯეტში განვახორციელეთ ცვლილებები და თანხები შესაბამისი მიმართულებებით გადავანაწილეთ“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში ქუჩების დასახაზად და ნიშნების დასამონტაჟებლად პროექტი უკვე შეიმუშავეს.

საგზაო მონიშვნებთან დაკავშირებით პროექტი უკვე გაკეთებულია, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად განვახორციელებთ, ხოლო მეორე ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ. ამ ეტაპზე, ქუჩების დასახაზად გამოყოფილია 350 000 ლარი, პროექტი გაგზავნილია ექსპერტიზაზე და როგორც კი გვექნება თანხმობა, გამოცხადდება ტენდერი“, - ამბობს არჩილ განჯელაშვილმა.

მიმდინარე წელს გორში 7 .. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა, თუმცა როგორც გორის მერიაში ამბობენ, კამერები მთელ ქალაქში განთავსდება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2167 times Last modified on მარტი 26 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი