გორში ველობილიკების დახაზვას ითხოვენ - რას აპირებს გორის მერია

გორში ველობილიკების დახაზვას ითხოვენ, თუმცა გორის მერია ამის გაკეთებას არც იმ ქუჩებზე გეგმავს, რომელთა რეაბილიტაციაც წელს იგეგმება.

ეტაპობრივად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქალაქში ველოსიპედებით გადაადგილდებიან. ველოსიპედით მოსიარულეებს უკვე არამარტო სკვერებსა და პარკებში, არამედ სამანქანო გზების კიდეებსა და საფეხმავლო ბილიკებზეც შეხვდებით. 

ველომოყვარულებმა 2017 წელს გორში კლუბიც შექმნეს. მათი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. 

როგორც კლუბის წევრები რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობენ, გორი არ არის ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანებზე მორგებული ქალაქი, რაც ბევრ საფრთხეს ქმნის. 

"ქალაქში არ არის დახაზული ველობილიკები, რაც კლუბის წევრებს ველოსიპედით გადაადგილებას ურთულებთ", - ამბობენ ისინი. 

 

ველომოყვარულთა კლუბის წევრები ქალაქში ველობილიკების დახაზვას ითხოვენ. მერიაში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დამუშავების პროცესშია. 

"ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით პატარა ბავშვის ეტაპზე ვართ ამ კუთხით - ეს ძალიან რთული პროცესია და ასე მარტივად ვერ მოხდება ველობილიკების დახაზვა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მალხაზ ლალებაშვილმა, გორის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასქტრუტურის სამსახურის უფროსმა. 

მისი თქმით, ველობილიკების დახაზვა არც იმ ქუჩებზეა გათვალისწინებული, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს იგეგმება. 

ამავე თემაზე: გორში 7 ქუჩა მოპირკეთდება - ქუჩების ჩამონათვალი

ამ ეტაპზე, გორის მერია ველობილიკის დახაზვას მხოლოდ ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2009 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი