ერგნეთში 60 330 ლარად აშენებული რიტუალების სახლისთვის მერია კიდევ 14 368 ლარს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში არსებულ რიტუალების სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ეს გადაწყვეტილება გორის მერიამ მიმდინარე წელს მიიღო და სამუშაოების შესასრულებლად ტენდერიც გამოაცხადა.

პრეტენდენტ კომპანიებს მასში მონაწილეობა 8 აპრილამდე შეეძლებათ. სამუშაოების შესასრულებლად, გორის მუნიციპალიტეტის მერია 14 368 ლარს დახარჯავს.

რიტუალების სახლის მშენებლობა ერგნეთში 2012 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რა დროსაც გამოყოფილი თანხიდან (17 826 ლარიდან) მხოლოდ 8447 ლარიო დაიხარჯა. 2013 წელს იგივე პროგრამიდან 17 566 ლარი გამოიყო, საიდანაც 17 563 ლარი დაიხარჯა და წინა წელს დაწყებული სამუშაოები გაგრძელდა. 2014 წელს 17 134 ლარიდან კი იმავე სამუშაოებისთვის 14 570 ლარი დაიხარჯა. 2015 წელს კი სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას (17 008ლარი) წინა წლებში დარჩენილი ნაშთიც დაემატა და რიტუალების სახლისთვის კიდევ 19 750 ლარი დაიხარჯა.

საერთო ჯამში, ერგნეთის რიტუალების სახლის მშენებლობისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2012-2015 წლებში 60 330 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს აღნიშნული პროგრამა გაუქმდა. დღეს კი აღნიშნული ობიექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მერია დამატებით, 14 368 ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

ერგნეთის რიტუალების სახლისთვის დახარჯული თანხები 2012-2015 წლებში

 

ერგნეთის რიტუალების სახლისთვის დახარჯული თანხები 2012-2015 წლებში

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1926 times Last modified on მარტი 26 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი