სოფელში, რომელიც ტურისტულ ზონას წარმოადგენს, წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა

გორის მუნციპალიტეტ სოფელ ატენში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, სათავე ნაგებობა ვერ უზრუნველყოფს უბნებში წყლის გადანაწილებას, რის გამოც წყალი რამოდენიმე დღე არ აქვთ.

“სასმელი წყლის პრობლემა, დიდიხანია, არსებობს. 24-საათიან გრაფიკს შეგვპირდნენ, მაგრამ დღეები გადის და წყალი არ მოდის. ხან ორ დღეში ერთხელაა, ხან სამ დღეში ერთხელ. როდესაც მოდის, ბაკს ვავსებ, რომ დასაბანი და გასარეცხი წყალი ჰქონდეს ოჯახს. ზაფხულში საშიშროებაა იმის, რომ წყალი დაშრეს და სასმელი წყლის გარეშე დავრჩეთ“, - ამბობს ერთ ერთმა ადგილობრივი ლევან ხიბლიშვილმი

პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს ნატო ხუციშვილი. მისი თქმით,  გზა გადათხარეს, მილები ჩაყარეს, მაგრამ მის სახლამდე სასმელი წყალი არ მისულა.

“სასმელ წყალს ქვედა უბნებიდან ვეზიდებით ჩემი ოჯახი. გორიდანაც მოგვიტანია. რამოდენიმეჯერ გადათხარეს გზა, მილები ჩაყარეს, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება ამხელა სოფელს, რომელიც ტურისტულ ზონადაა გამოცხადებული, სასმელი წყალი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა ნატო ხუციშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი ატენის თემში შოთა ვანიშვილი აღნიშნულ საკითს ეხმიანება და ამბობს, რომ სათავე ნაგებობაზე წყალმა დაიკლო. მისი თქმით, გამოცხადებულია ტენდერი და წყლის მოძიება მისი დასრულების შემდეგ დაიწყება.

“სასმელი წყლის ძირითადი პრობლემა სათავეზეა, წყალმა დაიკლო. სათავეზე გამოცხადებულია ტენდერი და იწყებენ წყლის მოძიებას. შეკეთდა დაზიანებები და უკვე დღეგამოშვებით მიეწოდება მოსახლეობას წყალი“, - თქვა საკრბულოს დეპუტატმა შოთა ვანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტერტის მერიამ ატენში წყალმომარაგების სათავის საძიებო სამუშაოების და საძიებო სამუშაოების შედეგის შესაბამისად, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა.

პირველ ეტაპზე, საჭიროა საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარება, სადაც სავარაუდოდ ხუთ ადგილას უნდა მოხდეს შუფების გაყვანა. 5 მეტრის სიღრმემდე ამოთხრილი გრუნტი უნდა გავიდეს თვითმცლელით და დასაწყობდეს. სათავის ტერიტორიასთან მიწის ქვეშ არსებობს წყლის დამჭერი საყრდენი რკინაბეტონის კედელი, სადაც უნდა მოხდეს არსებული საყრდენი კედლის მოძებნა და გაწმენდა წყლის გამოსავლენად. გაკეთებულ შუფებზე მოხდება საცდელი ამოტუმბვების ჩატარება დებეტის და დონეების დასადგენად. 

უშუალოდ ამ სამუშაოების შესრულებისთვის 17 000 ლარია გათვალისწინებული. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1123 times Last modified on მარტი 26 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი