როგორ დავაყენოთ საკითხი გორის საკრებულოს დღის წესრიგში - ინსტრუქცია

ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისთვის მოსახლეობას ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. ერთ-ერთი გზა სასურველი წინადადების საკრებულოსთვის წარდგენა, დეპუტატთა მხარდაჭერის მოპოვება და სასურველი შედეგის მიღწევაა. 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი საკრებულოს დღის წესრიგში რაიმე საკითხის დაყენება გვსურს? 

ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია შეიმუშაოს პეტიცია. არსებული კანონმდებლობით, პეტიცია იწერება და მისი ინიცირება ხდება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

პეტიციაში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი, თუ რა შედეგის მიღწევა გვსურს და რას ეხება ჩვენი მოთხოვნა. საკრებულოში მის წარდგენამდე, საჭიროა შევაგროვოთ  ხელმოწერები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ისა. 

პეტიციის ტექსტს თან უნდა ერთოდეს წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის (არაუმეტეს 3 პირისა) სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 

ყველა ამ დოკუემენტთან ერთად, პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, მოსახლეობას პეტიციის გაგზავნა ელექტრონულადაც შეუძლია, საკრებულოს ვებ გვერდის მეშვეობით.

წარმდგენს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

ყველა ამ პროცედურის შემდეგ, პეტიციას სწავლობს საკრებულო და განსახილველად გააქვს საკრებულოს სხდომაზე. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1909 times Last modified on მარტი 27 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი