მეტი რეკრეაციული ზონა ქალაქში - მოქალაქეების ხედვა და გორის მერიის პასუხი

გორში რეკრეაციული ზონის მოწყობაზე მოქალაქეები დიდი ხანია საუბრობენ.

ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდებისთვისაა. რადიო "მოზაიკასთან" ისინი ამბობენ, რომ ქალაქის განვითარებისთვის მწვანე სივრცე აუცილებელია.

რეკრეაციული სივრცე ქალაქის ის ნაწილია, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ დასვენება.

მაგალითად, თენგო ცერცვაძე ამბობს, რომ გორში რეკრეაციული ზონის მოსაწყობად საკუთარი ხედვები აქვს.

“ქალაქს ნამდვილად სჭირდება მეტი გამწვანება, იქიდან გამომდინარე რომ გარშემო ბუნებრივი ტყე არა გვავქს და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზეა შექმნილი ხელოვნური კვორუმები , ვფიქრობ, რომ საჭიროა გორში რამდენიმე რეკრეაციული ობიექტი იყოს. ამაში არ ვგულისხმობ მოპირკეთებულ ზონას, ეს უნდა იყოს ნადმდვილად მწვავე ზონა, სადაც იქნება ბევრი ხეები, ბალახი და სუფთა ჰაერი“, - ამბობს თენგო ცერცვაძე.

ახალბაღი მეტი  რეკრეაციული ზონა ქალაქში-მოქალაქეების ხედვაა და გორის მერიის პასუხი

გორელები ამბობენ, რომ ქალაქში არაერთი ადგილია, სადაც მწვანე ზონისა და რეკრეაციული სივრცის მოწყობა შეიძლება.

მსგავსი სივრცის მოწყობის იდეა თამარ თედლიაშვილსაც ჰქონდა. მან საკუთარი იდეის განხორციელება გორის მერიას შესთავაზა, თუმცა მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის არარსებობის გამო, მსგავს პროექტი ვერ განხორცილდებოდა.

“წმინდაწყლის დასახლებაში, სანერგე მეურნეობის ტერიტორიასთან ახლოს არის თავისუფალი ტერიტორია, რომელიც ძალიან კარგი იქნებოდა რეკრეაციულ ზონად. შეიძლებოდა გაშენებულიყო ტყე-პარკი, მოეწყობოდა სასერინო და საპიკნიკე ადგილები. ეს იქნებოდა სივრცე ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სადაც დასვენებას და განტვირთვას შეძლებდნენ. მერიაში მითხრეს, რომ გორს გენერალური განვითარების გეგმა არ აქვს და შეუძლებელია, რომ მაგ ადგილას ჩვენ რაიმე მსგავსი გავაკეთოთო“, - გვითხრა თამარ თედლიაშვილმა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის მიხედვითაც ქალაქში არსებულ სკვერებს რეკრეაციული ზონის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება.

“სარეკრიაციო ტერიტორიებს ოფიციალურად სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც გორის მერიას ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ამ გეგმის შემუშავებამდე, მსგავსი ზონები სტატუსი მინიჭებამდე უკვე არსებობს, სადაც მოსახლოებას დასვენება და განტვირთვა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ადგილი “ახალბაღის“ სკვერია. ამის გარდა, გვაქვს პატარა სკვერები, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა დასახლებებში. ასევე, ვცდილობთ აქტიურად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე“, - ამბობენ მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა გასულ წელს ხეები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით დარგეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ვერხვების დევნილთა დასახლებაა, სადაც 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო.

ამავე თემაზე: გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ტყე-პარკი გაშენდა

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1973 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი