გორი, როგორც მიუსაფარი ძაღლების "თავშესაფარი" - ფოტოები

გორის ქუჩებში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მაღაზიებში, ბანკებში, სადარბაზოებში თუ სხვა სახის კერძო დაწესებულებებში ერთხელ მაინც ყველას შეგვხედრია მიუსაფარი ძაღლები . 

ფოტოების სანახავად დააკლიკეთ "გორი - მიუსაფარი ძაღლების "თავშესაფარი"

გორი - მიუსაფარი ძაღლების "თავშესაფარი"

როგორია გორელების დამოკიდებულება?

საზოგადოების განწყობის შესასწავლად გორში არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქართლოსი" კვლევა ჩაატარა.  კვლევის შედეგების მიხედვით, მიუსაფარ ცხოველებს გორელების ნაწილი საფრთხედ აღიქვამს:

„ისინი აშინებენ ჩვენს ბავშვებს".

„ისინი აბინძურებენ ჩვენს ქუჩებს".

"ისინი კბენენ ადამიანებს და ავრცელებენ ცოფს".

"რატომ არ მოაცილებენ მათ".

განსხვავებული პოიციები ჰქონდათ რესპონდენტების ნაწილს: 

„ძაღლებს უფლება აქვთ იცოცხლონ“.

"დედამიწა მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის, მათაც აქვთ ცხოვრების თანაბარი უფლება ამ დედამიწაზე“.

კვლევაზე დაყრდონით მომზადებულ დოკუმენტში წერია: 

"საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია მიუსაფარი ძაღლების საკითხის მიმართ; მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულები მიუსაფარი ძაღლების საკითხის მოგვარების პროცესში. მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო პროგრამების/აქტივობების შესახებ, რაც მიმართულია მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებასთან. ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად აქტიურია მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში".

როგორია გორის მერიის პოზიცია? 

გორში, კომბინატის დასახლებაში ფუნქციონირებს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, თუმცა ის ქალაქში არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ამას გორის მუნიციპალიტეტის მერიაც აღიარებს და ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა ახალი ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენება იქნება. 

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2018 წლის 22 მარტს მოეწყო. მოგვიანებით კი, მშენებლობის დაწყების თარიღად 2019 წელი დასახელდა. 

გორის მერიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება ძალაში რჩება. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1143 times Last modified on მარტი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი