პროექტები, რომლებზეც გორის მერმა ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა

გორის მუნიციპლაიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. 

მერმა გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

მერის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 132 600 ლარი დაიხარჯა. დანარჩენი თანხა კი საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდა.

ამავე თემაზე: 2019 წლის გორის ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდება

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გორში 25 907 400 ლარია გათვალისწინებული.

გორის მერის თქმით, 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  გორში 10 ქუჩის, ხოლო მუნიციპალიტეტში 5 სოფლის რეაბილიტაცია მოხდება. 

ამავე თემაზე: გორის მერი: 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 24 კმ. გზა დაიგება

მიმდინარე წელს გორის მერია დაგეგმილი პროექტების ფარგლებში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ორ დასახლებაში გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 580 000 ლარია გამოყოფილი.

ამავე თემაზე: გორის მერია ორ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას გეგმავს

გორის მერის თქმით, წელს გორსა და გორის მუნიციპალიტეტიში 20-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. მერიას ამ მიმართულებით, 1 მლნ 770 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

კონსტანტინე თავზარაშვილმა იმ სოფლებზეც ისაუბრა, სადაც წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. 

ამავე თემაზე: გორის მერია 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას აპირებს - ჩამონათვალი

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გორის მერმა დღეს გორის "დემოკრატიის სკოლაში" ისაუბრა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1420 times Last modified on მარტი 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი