გორის საკრებულოს 3 კომისიის სხდომა - დაპირისპირება და ინიციატივები

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი კომისიის  სხდომა გაიმართა - რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ სესიების მოკლე მიმოხილვას.

საფანინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა:

სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ბექა ქორჩილავამ ანგარიში არ მოიწონა და განაცხადა, რომ ის ბიუჯეტის გახარჯვით კმაყოფილი არ არის. 

ამის შემდეგ საუბარი შეეხო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ პრობლემებზე. აქცენტი სოფელ არაშენდაზე გაკეთდა, სადაც ბექა ქორჩილავას თქმით, წლებია გზის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის პრობლემებია. ამ საკითხზე საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაზე თქვა, რომ აუცილებელია სოფელში ჩასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა.  

სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დეპუტატებს შორის დაპირისპირებას დაეთმო.

“დედაჩემის ბინძური სიტყვებით მოხსენიებას არ გაპატიებ“.
“მე თქვენი ოჯახის წევრებს არ შევხებივარ“, - ეს ფრაზები დღეს გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ისმოდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბექა ქორჩილავა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლი, ზაქარია მებადური ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ?
 
 
 

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა:

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორში ორ ქუჩას სახელი შეეცვლება.

საკრებულოს აპარატის უფროსის თქმით, გორში შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების ქუჩა, ხოლო ნავთსადენისას - ვარლამ მგალობლიშვილის ქუჩა დაერქმევა. 

ამავე თემაზე: გორში ორ ქუჩას სახელი შეეცვლება - ერთ-ერთს შინდისის გმირების ქუჩა დაერქმევა

ამავე სხდომაზე იმსჯელეს ფლავში მცხოვრებლების ინიციატივაზეც - ადგილობრივები სტადიონზე მდებარე სპორტულ კომპლექსისთვის მალხაზ ჯავახიშვილის სახელის დარქმევას და შენობაზე მისი მემორიალური დაფის განთავსების ითხოვენ. კომისიის წევრებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს.



ამავე თემაზე: ფლავში სურთ, რომ სპორტულ კომპლექსს აფხაზეთის ომის მონაწილის სახელი მიენიჭოს

კომისიის სხდომაზე დეპუტატმა თამარ მურალოვამ ახალი ინიციატივაც გააჟრერა - საკრებულოს წევრი ითხოვს, რომ გორელებმა წყლის გადასახადი მომხმარებული რესურსის მიხედვით გადაიხადონ. მურალოვა ფიქრობს, რომ ამის შედეგად ოჯახებში წყლის უყაირათოდ ხარჯვა შეწყდება. 

ამავე თემაზე: გორელებმა წყლის გადასახადი შესაძლოა მოხმარებული ოდენობის მიხედვით გადაიხადონ

მურალოვას საპასუხოდ, კომისიის წევრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს.



 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა:

სხდომაზე სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წინა წლის მუშაობაზე იმსჯელეს. საკითხზე საუბრისას, ენმ-ს ყოფილმა წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა სპორტული სკოლებიდან ასაკიანი მწრთვნელების გათავისუფლება მოითხოვა.


მისი აზრით, ამ სფეროში ახალგაზრდა კადრები უნდა იყვნენ დასაქმებულები და უფროსი თაობის ადამიანები მოზარდებს სპორტის სახეობებს არ უნდა ასწავლიდნენ, რადგან მისივე განმარტებით, უმრავლესობას  საჭირო ფიზიკური შესაძლებლობები აღარ აქვს.

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს წევრი სპორტული სკოლებიდან ასაკიანი მწრთვნელების გაშვებას ითხოვს



ამბარდნიშვილის წინადადებას დეპუტატთა ნაწილი დაეთანხმა.



ირმა ამბარდნიშვილმა წარმოდგენილ ანგარიშში სპორტული სკოლების კონკრეტული სახელებით მოსხსენიებაც გააპროტესტა.



“სააგენტოს არ აქვს სახელის მინიჭების უფლება, ეს მერიის პრეროგატივაა. მერიამ მომწერა, რომ არ მიუნიჭებია სკოლებისთვის სახელი“, - აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა

.

საკრებულოს აპარატის უფროსმა ზაზა ნასყიდაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.


“მოვიძიე ოფიციალური დოკუმენტი სადაც, აღნიშნულია, რომ სკოლებზე სახელის მინიჭება მერიამ დაადასტურა და ქალბატონი ირმას ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - თქვა ზაზა ნასყიდაშვილმა

.

კომისიის სხდომის ჩანაწერი: 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე დეპუტატები მოგვიანებით ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 396 times Last modified on აპრილი 01 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი