გაიცეს თუ არა იჯარით რიტუალების სახლები - დებატები გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე

გორის საკრებულოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე გარეჯვარში რიტუალების სახლის, კერძო მესაკუთრისთვის გადაცემაზე იმსჯელეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბექა ქორჩილავამ რიტუალების სახლის იჯარით გადაცემა გააპროტესტა.

“ხალხის ფულით არის აშენებული ეს შენობა, ამიტომ იჯარის წესით გადაცემას კერძო პირზე, ვეწინააღმდეგები. ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში აშენდა, მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს ფული“, - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

ფართის იჯარით გადაცემას ეთანხმება მიშა გოგინაშვილი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თანხებს დაზოგავს და შენობაც იფუნქციონირებს

“მუნიციპალიტეტს რომ არ დააწვეს ამის თანხები, საჭიროა კერძო საკუთრებაში გადავცეთ რიტუალების სახლი. კერძო მესაკუთრე მოუვლის, მოაწესრიგებს და რაც მთავარია, იფუნქციონირებს“, - თქვა ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილმა.

საკითხს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა.

რიტუალების სახლების მასიური მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხს პრიორიტეტულად, სოფლის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი თანხის გახარჯვის დაგეგმვისას ასახელებდა.

ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული პროგრამა 2012-2016 წლებში მოქმედებდა. მის განსახორციელებლად ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყოფოდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2350 times Last modified on აპრილი 02 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი