გორის მერიის თხოვნა თანამშრომლის დამატებაზე და რიტუალების სახლის გასხვისება - დისკუსია კომისიის სხდომებზე

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კომისიის სხდომა გაიმართა. რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ კომისიის სხდომების მოკლე მიმოხილვას.

ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების აგრარული და მიწის საკითხთა კომისიის სხდომა:

სხდომაზე სოფელ გარეჯვარში რიტუალების სახლის კერძო მესაკუთრისთვის გადაცემაზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ბექა ქორჩილავამ მხარი არ დაუჭირა

“ხალხის ფულით არის აშენებული ეს შენობა, ამიტომ იჯარის წესით გადაცემას კერძო პირზე, ვეწინააღმდეგები. ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში აშენდა, მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს ფული“, - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

ამავე თემაზე: გაიცეს თუ არა იჯარით რიტუალების სახლები - დებატები გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე

დეპუტატების უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ რიტუალების სახლის იჯარის წესით გადაცემა მუნიციპალიტეტის ხარჯებს დაზოგავს

“მუნიციპალიტეტს რომ არ დააწვეს ამის თანხები, საჭიროა კერძო საკუთრებაში გადავცეთ რიტუალების სახლი. კერძო მესაკუთრე მოუვლის, მოაწესრიგებს და რაც მთავარია, იფუნქციონირებს“, - თქვა ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილმა. 

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა:

სესიაზე გორის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შესახებ იმსჯელეს. გორის მერია უსახლკარო და თავშესაფრის არმქონე პირთა აღრიცხვისთვის, კიდევ ერთი თანამშრომლის აყვანაზე თანხმობას ითხოვს.

საკრებულოს დეპუტატი ლია ჩლაჩიძე ფიქრობს, რომ ახალი თანამშრომლის აყვანის მაგივრად, აღნიშნული აღწერა შსს- ს შესაბამისმა სამსახურმა უნდა აწარმოოს.

“არსებული საკითხის მოკვლევა, აღრიცხვა და გამოვლენა არ შეიძლება, რომ შსს -ს შესაბამის სამსახურს გადავცეთ?“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

მერიის იურისტი განმარტებით, დამატებითი თანამშრომლის აყვანა მერიას უსახლკარო და თავშესაფრის არმქონე პირთა აღრიცხვას გაუმარტივებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული აღრიცხვის ჩატარება უკვე არსებულ თანამრომელსაც შეუძლია

“დროებითი კადრის აყვანის მაგივრად, ეს მოვალეობები შევიდეს აღნიშნული სამსახურის დებულებაში და დაემატოს ფუნქციები“, - აღნიშნა მარლენ ნადირაზემ.

ამ საკითხზე კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ. ეს და დღევანდელ სესიაზე განხილული სხვა საკითხები 4 აპრილს ბიუროს სხდომაზეც განიხილება. 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 967 times Last modified on აპრილი 02 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი