რადიო "მოზაიკას" სტატიის შემდეგ შარტავას ჩიხის რეაბილიტაცია დაიგეგმა

რადიო "მოზაიკას" სტატიის შემდეგ, გორის მაჟორიტარი დეპუტატი შარტავას ჩიხის მცხოვრებლებს ადგილზე დაჰპირდა, რომ საუბნო გზის მოწესრიგების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავდა.

დღეს იოსებ მაკრახიძემ "მოზაიკას" აცნობა, რომ შარტავას ჩიხის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

"კონსულტაციები მქონდა კოტე თავზარაშვილთან და ერასტი ელიჯარაშვილთან, გორში შარტავას ჩიხის რეაბილიტაციაზე. ჩიხის მოპირკეთება მიმდინარე წლის პროექტით უკვე განსაზღვრულია და სამუშაოები ორ თვეში დაიწყება“, - თქვა იოსებ მაკრახიძემ.

ამავე თემაზე: "მოზაიკას" სტატიის შემდეგ, დაზიანებული ქუჩა გორის მაჟორიტარმა მოინახულა

გორის მერის მოადგილე, ერასტი ელიჯარაშვილი ამბობს, რომ ჩიხის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ უკვე შეადგინა და უწყება ტენდერს რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს. 

“პროექტი მზად არის, უახლოეს მომავალში თანხებს მოვიძიებთ, გამოვაცხადებთ ტენდერს და დაიწყება გზის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ერასტი ელიჯარაშვილმა

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შარტავას ჩიხის მცხოვრებლებმა გორის მერიას რამდენჯერმე მიმართა. მაშინ მერია ადგილობრივებს თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვას სთავაზობდა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 321 times Last modified on აპრილი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი