“მოზაიკას“ მასალის შემდეგ, გორის XI სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დაამონტაჟეს

სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი გორის XI საჯარო სკოლასთან დღეს დილით დაამონტაჟეს. ბარიერის მოწყობას მოსწავლეების მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია ითხოვდა.

”რადიო “მოზაიკას“ მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, მერიამ ჩვენი სკოლის წინ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი მოაწყო. საშიში იყო ბავშვების ამ გზაზე გადასვლა, რადგან მანქანები ხშირად სწრაფად მოძრაობდნენ და მიუხედავად ზებრა - გადასასვლელისა, წესებს არ იცავდნენ. ახლა იძულებულები გახდებიან, რომ მანქანა შეანელონ და ბავშვები უსაფრთხოდ გადავიდნენ გზაზე“ , - ამბობს თამარ სამსონაშვილი

ამავე თემაზე: გორში ე.წ. მწოლიარე პოლიციელის განთავსებას ითხოვენ - მერია გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

გორის მერიაში ამბობდნენ, რომ XI სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერს აუცილებლობის შემთხვევაში მოაწყობდნენ, რისთვისაც შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო. ვიცე-მერის, ერასტი ელიჯარაშვილის თქმით, ე.წ მწოლიარე პოლიციელები გორში, ყველა სკოლასთან განთავსდება. 

“ქალაქში ყველა სკოლათან გვაქვს დაგეგმილი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამატება, XI სკოლაც არ არის გამონაკლისი. თქვენი მასალის შემდეგ, გავაკეთეთ აღნიშნულ სკოლასთანაც“, - გვითხრა ერასტი ელიჯარაშვილმა


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 659 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი