მოუწესრიგებელი გზები - ტყვიაველების პრობლემა და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვენ.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზებზე გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში უჭირთ. მოსახლეობის თქმით, გზები მხოლოდ ცალკეულ უბნებშია მოწესრიგებული.

“რაც მთავარ გზასთანაა ახლოს, იმ ქუჩებში შედარებით ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ დანარჩენ უბნებში საშინელი გზებია. წვიმის დროს განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ხოლმე, ტალახია და ბავშვებს საბავშვო ბაღში და სკოლაში წასვლა უჭირთ“, - ამბობს ტყვიავში მცხოვრები თამარ მუჩაიძე.

ტყვიავში გზის გარდა, გარეგანათების მოწყობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ღამით გადაადგილება საფრთხის შემცველია.

“ბევრ უბანში განათებაც არ არის, მარტო იმ ადგილებშია, სადაც  სამანქანო გზაა. ბავშვები გყვავს და ღამის საათებში გადააგილების გვეშინია“, - ამბობს ადგილობრივი.

ტყვივივის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მერიაში, ზაზა კორინთელი აცხადებს, რომ სოფელში არც გზის პრობლემაა და არც გარეგანათების. მისი თქმით, მოუწესრიგებელ ქუჩებზე ხრეშის დაყრა წელს ეტაპობრივად მოხდება.

“ჩვენ გზების მოხრეშვას ყოველ წელს ვახორციელებთ, გარეგანათებებიც არის სოფელში და არასოწორი ინფორმაცია მოუწოდებიათ. ეხლაც ვგეგმავთ დარჩენილ უბნებში გზების მოწერიგებას. ამინდზე ვართ დამოკიდებულები, დილასაც ვნახეთ ეგ ქუჩები, გავზომეთ, ვნახეთ რა მონაკვეთებია დარჩენილი და მაგასაც მივხედავთ“, - გვითხრა ზაზა კორინთელმა.

ტყვიაველები შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას რამდენიმე წელია ითხოვენ. სოფელში ამბობენ, რომ გზები მნიშვნელოვნად გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარების შემდეგ  დაზიანდა. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 210 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი