ხუთ თვეში "ახალბაღისთვის" ბიუჯეტიდან 76 983 ლარი დაიხარჯა - ფოტოები

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე წლის ხუთთვიან ფინანსურ ანგარიშს წარადგენენ.

მის საქმიანობას ახალბაღის მოვლა - პატრონობა, დაცვა ცხოველების კვება, ტერიტორიის დასუფთავება, სანაპირო ზოლის, სცენისა და ბორდიულების შეღებვა შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, დასვენების პარკი ახალბაღის განყოფილება 4 შტატიან, 31 მუდმივ შტატგარეშე და 3 სეზონურ თანამშრომელს აერთიანებს. მიმდინარე წელს 5 თვის განმავლობაში შტატიან თანამშრომლებზე 15 675 ლარი გაიცა, შტატგარეშე თანამშრომლებზე 48 060 ლარი ხელფასის სახით გაიცა, აღნიშნულ პერიოდში ცხოველების კვებაზე 1 747 ლარი დაიხარჯა, შხამ - ქიმიკატების შეძენას 3 456 ლარი მოხმარდა, საწვავზე 1 384 ლარი, სპეციალისტების და მუშების უნიფორმებს 2 285 ლარი მოხმარდა. ხოლო სხვადასხვა სამეურნეო სასქმიანობისთვის 4 376 ლარი.

კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით ახალბაღში 3 600 კვ.მ - ზე დაზიანებული სარწყავი სისტემა აღადგინეს, დაირგო 50 ძირი ხე, 400 ძირი ვარდი, 1 300 ძირი ერთწლიანი ყვავილის ჩითირი. აღნიშნულ პერიოდში შეიღება სცენა და სანაპირო ზოლი, ბორდიურები, სკამები. შადრევნის გასუფთავება წლის განმავლობაში სისტემატურად მიმდინარეობს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 474 times Last modified on მაისი 31 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი