ხიდისთავის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა

ხიდისთავში წყლალმომარაგება სრულად აღდგენილია, - ეს ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა რადიო "მოზაიკას" ადგილიდან მიაწოდა.

გიორგი ბარჯაძის განმარტებით, წყლის შეწყვეტა დებეტში მარაგის ნაკლებობამ გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი კი რადიო "მოზაიკასთან" ამბობდა, რომ წყლის შეწყვეტა მიწების მორწყვას უკავშირდებოდა.

"ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას, იმ ოჯახებში პირადად მივედი, რომლებიც გუშინ რადიო "მოზაიკასთან" ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამდნენ, წყლის მიწოდება ამ დროისთვის სრულად აღდგენილია", - აცხადებს გიორგი ბარჯაძე

ხიდისთავის მოსახლეობის ნაწილმა, პროტესტი 10 ივნისს გამოხატა.

რადიო "მოზაიკას" ადგილზე ჩასვლის შემდეგ მერის წარმომადგენელი მოსახლეობას დაპირდა, რომ წყლის მიწოდება ძველი გრაფიკით, 12 დან 5 საათამდე აღუდგებოდათ. 

ამავე თემაზე: ხიდისთავში უწყლობას აპროტესტებენ

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 224 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი