თანადაფინანსება, ქუჩების სახელდება - საკრებულოს კომისიათა სხდომებზე განხილული საკითხები

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კომისიის სხდომა ჩატარდა. რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ კომისიის სხდომების მოკლე მიმოხილვას.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე სოციალური პროექტების თანადაფინასების პროგრამის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

რას გულისმობს პროგრამა?

პროგრამით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სერვისიდან გამსვლელი, სოციალურად დაუცველები და ობოლი ბავშვები, ახალგაზრდები მოხუცები, მარტოხელა მშობლები, ქვრივები, მრავალშვილიანი ოჯახები, დევნილები, ძალადობის მსხვერპლი, ვეტერანი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ნარკოდამოკიდებულუ, უსახლკარო და განსაკუთრებულუ საჭიროების მქონე პირები.


“პროგრამის ფარგლებში მოხდება დღის ცენტრების, შინმოსვლის და მსგავსი მოდელების სერვისების განვითარება და ახალი სერვისების დანერგვა. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ადაპტირებული და ინკლუზიური სოციალური გარემოს შექმნა, სოციალური უნარების განვითარება, დასაქმებისთვს საჭირო უნარების განვითარება, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაციის და რესოციალიზაციის ხელსეწყობა“, - ნათქვამია საკრებულოს განკარგულებაში.


თანადაფინანსების მოპოვებისთვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ორგანიზაციის ან/და მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქართულ ენაზე. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახური. თანადაფინანსების მოპოვებისთვის განაცხადების მიღებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.

სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა:

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის განვლილ პერიოდამდე გაწეული სქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

საკრებულოს თავმჯდომარე კობა ბერიანიძე არქიტექტურის განყოფილების ანგარიშს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნულმა სამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობას ქალაქში, რომ არ დამახინჯდეს ქალაქის იერსახე.

ამავე თემაზე: გორში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა უნდა გაკონტროლდეს - დისკუსია საკრებულოში

“მოვისმინეთ ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ანგარიში, იყო რეკომენდაციები, რჩევები. მე პირადად მქონდა რეკომენდაცია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რათა არ დაზიანდეს ქალაქის იერსახე. აშენებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საპარკინგე, ავტოსაპარკინგე სადგომები, რომ მომავალში პრობლემა არ შეუქმნას მოსახლეობას. საერთო ჯამში, წარმოდგენილ ანგარიშს დადებითად ვაფასებ“, - აღნიშნა კობა ბერიანიძემ.

წარმოდგენილი ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

სხდომაზე სოფელ ტყვიავში უსახელი ქუჩისთვის "ერედვის" დარქმევის თაობაზეც იმსჯელეს.

ამავე თემაზე: ტყვიავში უსახელო ქუჩისთვის "ერედვის" დარქმევა იგეგმება

სესიაზე ცნობილი გახდა, რომ კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში "8 აგვისტოს" ან "თავისუფლების" სახელობის ქუჩა გაჩნდება. 

ამავე თემაზე: "8 აგვისტო" ან "თავისუფლება" - კარალეთის დევნილთა დასახლებაში ახალი ქუჩა გაჩნდება


დღევანდელ სხდომებზე განხილულ საკითხებს დეპუტატები მომდევნო ბიუროს სესიებზეც განიხილავენ.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1414 times Last modified on ივლისი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი