რა მიზნით უნდა დაერქვას ქუჩას მოკლული ბავშვის სახელი? - მსჯელობა გორის საკრებულოში

რა მიზნით უნდა დაერქვას გორის ერთ-ერთ ქუჩას მოკლული 9 წლის ბავშვის სახელი? - ამ საკითხზე საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს. დისკუსიაზე დეპუტატებმა იმ მოქალაქეთა მოსაზრებებიც განიხილეს, ვინც ქუჩის სახელდებას არ ემხრობა.

ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქუჩისთვის მოკლული ბავშვის სახელის დარქმევა ოჯახის და ახლობლების სურვილია. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორის ავტორებმა საკრებულოს მოხსენებითი ბარათიც წარუდგინეს, დეპუტატები ამბობენ, რომ სახელდების საფუძველი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხს ვერ სცემს.

ამავე თემაზე: უნდა დაერქვას თუ არა გორში ქუჩას მოკლული 9 წლის გოგონას სახელი?

დამიმტკიცეთ, რომ ამ განმარტებითი ბარათიდან იკითხება მოწოდება "არა ძალადობას!". დავუშვათ, არ ვარ საკრებულოს წევრი და არ ვიცი ეს საკითხი, აქ სადმე წერია, რომ ამ გზავნილის გავრცელების მიზნით ვანიჭებთ ქუჩას მოკლული ბავშვის სახელს?!“, - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.

ჰჰ ბიუჯერო 999

დეპუტატმა ბავშვთა უფლებათა დამცველის მოსაზრებაც გააჟღერა და თქვა, რომ საკითხთან დაკავშრებით კონსულტაცია მასთანაც გაიარა.

"მე დავურეკე და მოვუყევი ეს ამბავი. ვკითხე, როგორ უნდა მოვიქცეთ-მეთქი? ამით რამეს ხომ არ ვარღვევთ ან ვაშავებთ-მეთქი? მან ასეთი პასუხი გამცა, ეს მორალურად გამართლებული არ არის, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენი მისაღებიაო. კანონის დონეზე, რაიმე აკრძალვა არ არსებობსო", - განმარტა დეპუტატმა.

სესიაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ოჯახის და ახლობლების სურვილის გათვალისწინებით, ეს ქუჩა საზოგადოებაში გაავრცელებს მოწოდებას ძალადობის წინააღმდეგ.

“ამ ქუჩის დატვირთვა არის ის, რომ "არა ძალადობას!". ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი“, - განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრებს საკითხის გარშემო კითხვები აქვთ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა მაინც გადაწყდა.

"იქ ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ ეს მიდის სპეციალურ კომისიაში, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას - შეიძლება მხარი დაუჭირონ ამ პროექტს, შეიძლება უარი გვითხრან“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

საკრებულოს სხდომა 12 ივლისს არის ჩანიშნული.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

 



Read 979 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი