რომელი პრობლემების მოგვარებას უნდა ელოდნონ ციცაგიანთკარში? - გორის მერის განცხადება

რომელი პრობლემების მოგვარებას უნდა ელოდნონ ციცაგიანთკარელები - ამ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის მერმა ფეისბუქ ლაივის დროს ისაუბრა.
კონსტენატინე თვაზარაშვილმა თქვა, რომ სოფელში მოეწყობა გარეგანათებები და ამბულატორია. .მერმა მოსახლეობას ციცაგიანტკარში ტრანსპორტის მოსაცდელის ატანის პირობაც მისცა.
"ციცაგიაანთკარი წლების განმავლობაში მართლაც მიტოვებული იყო. ინფრასტრუქტურა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შარშან გაკეთდა გზა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო სავალალო მდგომარეობაში. სულ რამდენიმე დღეში ავუტანთ და დავუდგამთ ახალ მოსაცდელს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ციცაგიიანთკარში გარდა მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ, ადგილობრივები რადიო “მოზაიკასთან“ ამბობდნენ, რომ წყალი სამ დღეში ერთხელ, გრაფიკით მიეწოდებათ, მაგრამ საკმარისი არ არის. გორის მერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
“უკვე მზად გვაქვს პროექტი სასმელი წყალთან დაკავშირებით. ერთ-ერთ უბანს საერთოდ არ მიეწოდება წყალი, წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას და ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში ამ სოფელს სასმელი წყალი საკმარისად მიეწოდოს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
ციცაგიაანთკარში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სოფელში არც საბავშვო ბაღი და არც სკოლა არ ფუნქციონირებს, ადგილობრივების თქმით, ამის გამო სოფელი დაცლის პირასაა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ საკითხების დროულად გადაწყვეტას სთხოვს. გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ციცაგიაანთკარში სკოლისა და საბავშვო ბაღის პრობლემის მოგვარება 2020 წლამდე ეტაპობრივად მოხდება.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 1408 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი