შეცდომა, რომლის გამოც მერიამ ნაგვის დეკორატიული ურნები ვერ შეიძინა

გორში სკვერებისთვის განკუთვნილი დეკორატიული ურნების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
სატენდერო კომისიის დასკვნის მიხედვით, 20 ივნისს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციის შედგენისას მოხდა ტექნიკური ხარვეზი.
"ხარჯთაღრიცხვის შედგენისას შესყიდვის ობიექტის რაოდენობა, ნაცვლად 250 ერთეულისა მითითებული იყო 150 ცალი, რის გამოც ელექტრონული ვაჭრობა ვერ განხორციელდა შესყიდვის ობიექტის სრულ რაოდენობაზე", - წერია დასკვნაში.
დეკორატიული ურნების შესაძენად, გორის მერიას 50 000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობის სურვილი, მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გამოთქვა. შპს “იუნაიტედი“ ურნების მოწოდებას 24 450 ლარად კისრულობდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული ურნების შეძენა ქალაქში არსებული სკვერებისთვის და დასასვენებელი ადგილებისთვის სურდა.
სკვერების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები კეთილმოწყობის საააგენტომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ეტაპობრივად დაიწყო. ამ დროისთვის ქალაქში 8 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას 642 000 ლარია აქვს გათვალისწინებული. გასულ წელს კი ამ მიმართულებით, 520 000 ლარი დაიხარჯა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 1191 times Last modified on ივლისი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი