გორის მერიამ ციცაგიანთკარში ავტობუსების მოსაცდელი დაამონტაჟა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაპირება შეასრულა და ციცაგიათკარში ავტობუსების მოსაცდელი დაამონტაჟა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ რადიო "მოზაიკამ" მასალა სამი თვის წინ, 12 აპრილს მოამზადა, სათაურით "ციცაგიანთკარში ტრანსპორტის მოსაცდელის დადგმას ითხოვენ". მაშინ გორის მერმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ ადგილორბიევბსი მოთხოვნას თვის ბოლომდე დააკმაყოფილებდნენ.

ამავე თემაზე: ციცაგიანთკარში ტრანსპორტის მოსაცდელის დადგმას ითხოვენ

სამი თვის შემდეგ, ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელი იყო - ამის თაობაზე ამჯერად ადგილობრივებმა გორის მერს ფესიბუქ ლაივის დროს მიმართეს. მათი კომენტარის საპასუხოდ, კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ სოფელში მოსაცდელს მეორე დღესვე აიტანდნენ.

ამავე თემაზე: რომელი პრობლემების მოგვარებას უნდა ელოდნონ ციცაგიანთკარში? - გორის მერის განცხადება

დღეს კი, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ციცაგიანთკარში მოსაცდელი უკვე მოწყობილია.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1141 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი