გორის საკრებულოს წევრი: ხელისუფლება ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიას კერძო პირზე ასხვისებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი რადიო" მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმაურება სადაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ სიმბოლურ ფასად ტერიტორიის გასხვისებაზეა საუბარი.

"ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს უფლება გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორია კერძო პირს გადასცეს, რადგან სასამართლოს არცერთ განჩინებაში არაა ნათქვამი, რომ ის ვინმე ბორია გოგიჩაიშვილს ეკუთვნის", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი 

ირმა ამბარდნიშვბილის განმარტებით, კულტურისა და დასვენების პარკი ისტორიული მნიშვნელობისაა და ტერიტორია, რომლის გასხვისებასაც სახელმწიფო აპირებს სწორედ ამ ფართში შედის.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, გუბერნატორს შევხვდი და მითხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ბორიას იჯარით ჰქონდა აღებული და ვალდებული იყო აღედგინა ცირკის შენობა, რაც არ შეასრულა და არც იჯარის თანხა არ ჰქონდა დაფარული. შესაბამისად გააუქმეს იჯარა.მიწა სახელმიწფო ქონებაა და დასვენების პარკს ეკუთვნის. გოგიჩაიშვილის საკუთრება კი არასოდეს ყოფილა", -გვითხრა ირმა ამბარდნიშვილმა.

საკრებულოს წევრი ამ საკითხზე ინფორმაციას მერიიდან მიღებული დოკუმენტიდანაც გაეცნო, რომელიც გუბერნატორის ნათქვამს ეწინააღმდეგება. ამბარდნიშვილს განუმარტეს, რომ მერია აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ გეგმავს.

"აღნიშნულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული მერიის მინი სტადიონი და რეგიონალური სამინისტრო აფინანსებს ახალბაღის რეაბილიტაციის პროექტს! საინტერესოა, ერთი ნაწილი სჭირდება გორს პარკის თავი და ბოლო და 2 ჰექტრამდე მიწა არა? მაშინ როდესაც, ქალაქის განაშენიანების მწვანე კოეფიციენტს გორი ვერ აკმაყოფილებს. მერია ვალდებული იყო არ გადაეცა აღნიშნული ტერიტორია ბორია გოგიჩაიშვილისთვის, მესაკუთრეც რომ ყოფილიყო და ის უფლებამონაცვლეობით უნდა ჩაენაცვლებინა," -განმარტავს ამბარდნიშვილი.

საკრებულოს დეპუტატი დეცენტრალიზაციის თემაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამ პროცესის ფარგლებში, მუნიციპალიტეტები ქონებებს უკან ითხოვენ, ახალბაღის ტერიტორია გორელებისთვის უინტერესო და გამოუსადეგარი ვერ იქნება. ამბარდნიშვილის აზრით, ადგილობრივი მმართველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მის ბალანსზე გადაცემით უნდა ინტერესდებოდეს და არა მათი სიმბოლურ ფასად გასხვისებით.

ამავე თემაზე: ბორის გოგიჩაიშვილს ყოფილი ცირკის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 
Read 635 times Last modified on ივლისი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი