ცალმხრივი მოძრაობის მანიშნებელი ჩოდრიშვილის ქუჩაზე - მძღოლების გასაჭირი

გორში, ჩოდრიშვილის ქუჩაზე, მოსახლოება ცალმხრივი მოძრაობის ნიშნის სწორად დამონტაჟებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საგზაო ნიშანი ისეა დამონტაჟებული, რომ მძღოლები ვერ ამჩნევენ, ამის გამო მოძრაობის წესებს არღვევენ და პატრული ხშირად აჯარიმებთ.
“ნიშანი არ ჩანს კარგად, უკვე ნახევარი გორი დააჯარიმეს ამის გამი. თან არც გაფრთხილებას აძლევენ, ეგრევე წერენ 50 ლარიან ჯარიმას“, - ამბობს დიტო .
მძღოლები ამბობენ, რომ ცალმხრივი მოძრაობის აღმნიშვნელი ნიშნის შემჩნევა, განსაკუთრებით ღამით უჭირთ.
“ნიშანი, მხოლოდ ერთი მხრიდან ჩანს, მეორე მხარეს თუ გამოიარე საერთოდ არ ჩანს. ამის გამო, უკვე რამდენი დააჯარიმეს, მათ შორის მეც. იქნებ ისე დააყენონ ეს ნიშანი, რომ ადვილად შეამჩნიონ მძღოლებმა“, - გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა.
საგზაო ნიშნების მოწესრიგების აუცილებლობაზე, გორის საკრებულოშიც საუბრობენ. აღნიშნულ საკითხს, სივრცით დაგეგმარების კომისიის სხდომაზე დეპუტატებს შორის დისკუსია მოჰყვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შეცდომით ან არასათანადოდ დამონტაჟებული საგზაო ნიშნების მოწესრიგებას შესაბამისი სამსახური უზრუნველყობს.

“მოსახლეობის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით და ადგილზე ვნახავთ ვითარებას“, - ამბობენ გორის მერიის სატრანსპორტო განყოფილებაში.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.


Read 1272 times Last modified on ივლისი 30 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი