რუსული წარმოების სპეცტექნიკა გორში - მოსახლეობის კრიტიკა და მერიის პასუხი

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კეთილმოწყობის სააგენტოსთვის ახალი სპეცტექნიკა შეიძინა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “სტრადამ“ რუსული წარმოების ტექნიკის მიწოდება 710 994 ლარად იკისრა.
ქუჩის ორი მოსარეცხი მანქანანის, სამი მცირე ზომის და ერთი საშუალო ტევადობის ნაგავმზიდის პრეზენტაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართა.
როგორც ირკვევა, კომპანიამ რომელმაც გორის მერიას ახალი ტექნიკა მიყიდა, რუსულ კომპანია “გაზ“-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
მოსახლეობის ნაწილი რუსული წარმოების ტექნიკის გორის ქუჩებში გამოჩენამ გააღიზიანა. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას რუსული პროდუქციის პოპულარიზაციაში ადანაშაულებენ.
“ფიატი, მერსერდესი, ფორდი, მანი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენლობა გვყავს ქვეყანაში, შემოყავთ ათასგვარი სახეობის ბევრად ხარისხიანი სპეცტექნიკა, რასაც შეუკვეთავ, მაგრამ რუსულ გაზელები იყიდეთ, აგვისტოს ომის11 წელი შესრულდება 3 დღეში და სირცხვილია ამის გაკეთება, თან რომელი ქალაქის მერიისგან? გორისგან რომელმაც ყველაზე მეტად გადაიტანა რუსეთთან ომის უბედურება და ნგრევა.“
“გაყიდეთ პრადოები და მოსკვიჩები იყიდეთ ან კაი შეკრული ჟიგულები. თუ ფუფუნება გინდათ შავი ვოლგა ყველაზე მაგარია, ბარემ ბოლომდე დაუბრუნდით დედა რასიას, მარტო ამ გაზელებს რატო უსაღებთ რუსეთს?.“
“ეს რუსული ნაგავი რომ არ გეყიდათ და ოკუპანტი ქვეყნისთვის ამხელა თანხები არ გერიცხათ არ შეიძლებოადა?'', - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კომპანია ელექტრონული ტენდერის მიხედვით შეირჩა.
“ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და აღნიშნულმა კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა. ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. შესაბამისად, ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შეუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა“, - ამბობენ მერიაში.
როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, შპს "სტრადა" არის სერვისულ-გამსაღებელი ქსელი "გაზი"-ს ოფიციალური მონაწილე და აქვს "გაზი"-ს ავტომობილების რეალიზაციის, ტექნიკური საგარანტიო და გარანტიის შემდგომი შეკეთების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე.
აღნიშნული კომპანია რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, ილიიჩის გამზირზეა რეგისტრირებული.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1593 times Last modified on აგვისტო 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი