დასრულებული და მიმდინარე პროექტები გორსა და გორის სოფლებში

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ზაფხულში სხვადახვა სახის ინფრასქტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რამდენიმე კი ამჟამად მიმდინარებს. საერთო ჯამში, ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტბზე წელს 25 907 400 ლარს დახარჯავს.

ამჟამად, წმინდაწყალზე, კარალეთის დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი მიმდინარებს. პროექტის მიხედვით, კანალიზაციის შემკრები ჭიდან ახალი 1 450 მეტრი მაგისტრალისა და მდინარეების აძურისა და მეჯუდის შესართავთან ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა.
დასახლებაში ამ დრომდე არსებული საკანალიზაციო მაგისტრალი ბაზრისა და ავტოსადგურის ქვეშ არის, რის გამოც ხშირად ზიანდება და იტბორება მიმდებარე ტერიტორია.
სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ვი-აი-პი +“ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 839 857 ლარია, დაფინანსების წყარო კი 2019 - 2020 წლების ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის დასაწყისში დაანონსა. ამ დროისთვის გორში, 10- ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამჟამად კი, კვერნაქის დასახლებაში, ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარებს.
პროექტის ფარგლებში, 322 მეტრიან გზაზე მოიხსნა ამორტიზებული ასფალტი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები, რაც სავალ გზაზე და მოსახლეთა ეზოებში მთის ქანების შლას შეაჩერებს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,იბოლია“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 630 ლარი დაიხარჯება.
1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული სოფელ ქვემო ხვითის და ზემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად ხორციელდება, ორივე ეტაპისათვის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული თანხა 1 038000 ლარია.
პროექტის ფარგლებში, ქვემო-ზემო ხვითის დამაკავშირებელ გზაზე ჯამში 1 700 გრძივი მეტრის ასფალტბეტონის საფარი დაიგება. ამ შემთხვევაშიც, სარეაბილიტაციო სამუშაობს შპს “იბოლია“ ასრულებს. სამუშაები ოქტომბერში დასრულდება.
უკვე დასრულდა ,,მტკვარწყალმშენის“ დასახლებაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, სამანქანო გზის 70 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო საყრდენი კედელი, და ასფალტის საფარი, ასევე, საავტომობილო გზასა და მოსაცდელთან დამაკავშირებელი 40 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი და ზებრა გადასასვლელი.
პროექტი, რომლის განსახორციელებლად 37 000 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო კომპანია შპს ,,ჯიარჯიმ“ შეასრულა.
 
 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 533 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი