სასმელი წყლის პრობლემა ვერხვების დევნილთა დასახლებაში - რას აპირებს ხელისუფლება

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი მცირე რაოდენობით მიეწოდებათ და საკმარისი არ არის. 

“ძალიან ცოტა მოდის. ამ სიცხეში ვის უნდა გვეყოს? გვეუბნებიან, რომ რეზერვუარში საკმარისადაა წყალი, მაგრამ ზოგიერთი ოჯახი ბაღების მოსარწყავად იყენებს და ჩვენ აღარ გვყოფნის. ადგილობრივ ხელუსუფლებასაც რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია“, - ამბობს მაია ოთინაშვილმა. 

ვერხვების დევნილთა დასახლების გასაჭარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც იციან. მერის წარმომადგენლის, მზია მეტრეველის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ. 

“ვცდილობთ, რომ რამენაირად გადავჭრათ ეს საკითხი, წყლის რეზერვუარში საკმარისზე მეტიცაა წყალი, მაგრამ მოსახლეობა ბაღების მოსარწყავად იყენებს და ამიტომ საკმარისი არ არის. პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ“, - გვითხრა მზია მეტრეველმა. 

ვერხვების დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა ზაფხულის დადგომისთანავე გაჩნდა. ადგლობრივების ნაწილი, სარწყავი წყლის არარსებობის გამო, ბაღების მოსარწყავად სასმელ წყალს იყენებს.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 345 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი