როგორ შეიცვალა გორის საკრებულოს წევრის ქონებრივი მდგომარეობა ბოლო წლებში

მერაბ მახარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ის საკრებულოს ფრაქცის "განვითარება" თავმჯდოარე იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ის თანამდებობის გარეშე დარჩა და მერეთის თემიდან  საკრებულოს რიგითი წევრის პოზიცია დაიკავა. საზოგადობის განსაკუთრებული ყურადღება მისმა ერთ-ერთმა განცხადებამ მიიქცია - მერაბ მახარაშვილმა, გუგუტიაანთკარში მიმდინარე "ბორდერიზაციის" ფონზე, რუს ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ წყლის რეზერვუარი საოკუპაციო ხაზს მიღმა არ მოაქციეს.  

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, ვინ არის პიროვნება, რომელიც რუს ჯარისკაცებს სარწყავი წყლის რეზერვუარის გადარჩენაზე ესაუბრებოდა და როგორ ცხოვრობს ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში.

პირველი ქონებრივი დეკლარაცია მაშინდელმა ფრაქციის თავჯდომარემ, მერაბ მახარაშვილმა 2016 წლის აპრილში შეავსო და მაშინ საკუთარ სახელზე არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა. 

2015 წლის მონაცემებით, უძრავ ქონებას მხოლოდ მახარაშვილის მეუღლე ფლობს. თავად დეპუტატის შემოსავალი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცის რეიალიზააცით მიღებული სარგებელია, რომელიც წელიწადში 5 000 ლარს შეადგენს.

2016 წლისთვის კი მერაბ მახარაშვილმა სოფელ მერეთში 2 800 დოლარად საცხოვრებელი სახლი (2500 კვ.მ) შეიძინა. წინა წლის დეკლარაციისგან განსხვავებით, 2016 წლის დოკუმენტში მერაბ მახარაშვილის საკუთრებაში 5 000 კვ მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიც გამოჩნდა. თუ ეს ქონება წინა წლის ფოკუმენტაციით, მის მეუღლეს ეკუთვნოდა, 2016 წლის დეკლარაციაში წერია, რომ  საკრებულოს დეპუტატს 1992 წელს ის ჩუქებით გადაეცა. ამ წელს საკრებულოდან მიღებულმა მისმა ხელფასმა 22 815 ლარი შეადგინა. მისი შემოსავალი გაიზარდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციიდან და წინა წლისგან განსხვავებით, 3 000 ლარით მეტს, 8 000 ლარს მიაღწია.

2018 წლის ეკლარაციაში კი, რომელიც წინა წლის მონაცემებს მოიცავს, მახარაშვილის სახელზე არსებული უძრავი ქონება უკვე მისი მეუღლის სახელზეა გადაფორმებული. მიწის ნაკვეთზე კი წერია, რომ 939 კვ. მეტრი ფართობი მახარაშვილის ოჯახს საელმწიფოსგან 27 წლის წინ უფასოდ აქვს გადაცემული. მისი ხელფასი 2017 წელს 19 614 ლარითაა განსაზღვრული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით კი, უკვე 10 000 ლარი აქვს მოგებული. ამ პერიოდშივე მერაბ მახარაშვილლმა სახლის მშენებლობა დაიწყო და სამშენებლო მასალების ხარჯებისთვის 8 000 ლარი გაიღო.

მერაბ მახარაშვილი ბიუჯეტიდან თვეში 400 ლარს 2017 წლის არჩევნების შემდეგაც იღებს, როგორც საკრებულოს რიგით წევრი, ამომრჩეველთან შეხვედრების ხარჯებისთვის.

საერთო ჯამში, ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში,  მერაბ მახარაშვილს ბიუეტიდან  79 029 ლარი აქვს მიღებული.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 921 times Last modified on აგვისტო 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი