გორის კეთილმოწყობის განყოფილებას ვაკანტური პოზიციის ახალი შტატით ჩანაცვლება სურს

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომას კომისიის თავმჯდომარე და ამავე კომისიის 8 წევრი ესწრებოდა. ინფორმაციისთვის, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 13 წევრისგან შედგება.


რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ დღევანდელი სხდომის მოკლე მიმოხილვას.

კომისიაზე დეპუტატებმა თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო სარგოს ოდენობის განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს. ცვლილება ეხება ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, კეთილმოწყობის სამსახურში არსებობს მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტის ერთი ვაკანტური პოზიცია. ცვლილების შედეგად, ეს პოზიცია გაუქმდება და ამავე განყოფილებას დაემატება მესამე რანგის პირველი კატეგორიის ერთი საშტატო პოზიცია. როგორც მერის წარმომადგენელმა განმარტა, ცვლილება ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრის გაჩენას.

“ცვლილება გამოიწვია იმან, რომ მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტის ასაყვანად, გაცილებით ნაკლები საკვალიფიკაციო მოთხოვნებია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული. ჩვენი მოტივატორი ის არის, რომ გვინდა უფრო მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ავიყვანოთ. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურის სამსახური“, - ამბობს გიორგი ბატონისაშვილი.

აღნიშნულ ცვლილებას დამოუკიდებელი კანდიდატი ირმა ამბარდნიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურში სათანადო კვალიფიკაცია არც ამჟამად მომუშავე თანამშრომლებს აქვთ.

“როდესაც ჩვენ შევხვდით ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს, არცერთს არ ჰქონდა სათანადო განათლება. რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე საუბრობთ, ასეთი რამე არსად არ არის. კაცმა მითხრა ეკონომისტი ვარო. ამ სამსახურს ერთი ინჟინერი არ უნდა ჰყავდეს?! სასაცილო და ტაშიტუშა ხალხი მუშაობს“, - თქვა ირმა ამბარდნიშვილმა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილის თქმით, საკრებულომ საკითხი უნდა მიიღოს და კადრის კვალიფიკაციაზე შესაბამისმა კომისიამ იმსჯელოს.

“აქ საკითხი მდგომარეობს შემდეგში: არის ვაკანტური ადგილი და გვეუბნევიან, რომ მეოთხე რანგის კრიტერიუმები ცოტა სუსტია და გავაძლიეროთ და შემოვიღოთ მესამე კატეგორია. ჩვენ გადაწყვეტილებას ამაზე ვიღებთ და ამას საკონკურსო კომისია განიხილავს“, - ამბობს მიშა გოგინაშვილი.

აღნიშნულ საკითხს 8 მომხრე და ერთი წინააღმდეგი ჰყავდა. საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 416 times Last modified on სექტემბერი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი