ინვენტარის, გეგმის და კონტროლის არარსებობა - ხარვეზები გორის ადმინისტრაციულ ერთეულებში

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციულ ერთეულების მუშაობაში ხარვეზები გამოავლინა.
დოკუმენტი, რომელსაც 11 ოქტომბერს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, 2019 წლის 9 თვიან პერიოდს მოიცავს და 15 ადმინისტრაციულ ერთეულს ეხება. მათ შორის უმრავლესობა ქალაქის მასშტაბს მოიცავს.
შიდა აუდიტის მიერ გეგმიური შემოწმების შედეგად სხვადასხვა სახის ხარვეზები გამოვლინდა. მათ შორის:
  • მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმის არ არსებობა ან არასრული გეგმა, რაც წარმომადგენელთა საქმიანობის უფლებამოსილების შესაბამისად შეფასებას ართულებს.
  • თანამშრომელთა სამუშაო ოთახში არასამუშაო გარემო და სათანადო ინვენტარის არ ქონა, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას იწვევს.
  • დოკუმენტების აღრიცხვისა და კონტროლის არ არსებობა, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქმისწარმოების წესის დარღვევის საფუძველს იწვევს.
  • მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების და პროექტების შესახებ ინფორმაციის არადროულად მიწოდება მოსახლეობისთვის.
  • არასრულყოფილად წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც იმას ინიშნავს, რომ მენეჯმენტი სათანადო კონტროლს ვერ მოახდენს ორგანიზაციის მიზნებითა და ამოცანებით გათვალისწინებულ საჭსაჭირობებზე.
  • შემოწმების ანგარიშის საფუძველზე განხორციელდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება დისციპლინარულ გადაცდომებზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ ერთეულებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
 
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 315 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი