დარღვევები დავით რაზმაძის და ეკა სუხიშვილის დეკლარაციებში - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მათ შორის დარღვევები გამოვლინდა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის და მერის ყოფილი მოადგილის ეკატერინე სუხიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციებში.

"მერის მოადგილეობის დროს, 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში სუხიშვილმა აღნიშნა, რომ მის თანასაკუთრებაშია შპს "ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი" (20% წილი) და შპს "საზოგადოებრივი კოლეჯი" ამაგი (50%), თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილები სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული", - ნათქვამია ორგანიზაციის სპეციალურ ანგარიშში.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შევსებულ დეკლარაციაშიც მსგავსი დარღვევა იკვეთება.

"დავით რაზმაძეს 2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „იმედი 50”-ის 80% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული".

როგორც ცნობილია, შიდა ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 5-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 1 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 5 და თანამდეობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 შემთხვევა.

 

 

უბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 
Read 553 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი