თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან შიდა ქართლის გუბერნიამდე - ცვლილებები სიმონ გულედანის ქონებაში

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამ თანამდებობაზე ყოფნისას მეორე ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. სიმონ გულედანი შიდა ქართლის გუბერნიაში სამუშაოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან 2017 წლის მარტში გადმოვიდა. გუბერნატორის სხვა მოადგილეებისგან განსხვავებით, გულედანი ბოლო ორ წელში ამ პოზიციას ყველაზე ხანგრძლივი ვადით ინარჩუნებს.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, როგორ შეიცვალა სიმონ გულედანის ქონებრივი მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ის ქვემო ქართლიდან სამსახურეობრივი საქმიანობის გამო შიდა ქართლში გადავიდა.

სიმონ გულედანი, მეუღლესთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლამდე მუშაობდა. თუ მანამდე მისი უძრავი ქონება მხოლოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2 მიწის ნაკვეთით (სოფ აბელიანი, 1. ფართობი - 6700.00 კვ.მ. 2. ფართობი - 1000.00 კვ.მ) შემოიფარგლებოდა, ახლა მის საკუთრებაში 12 მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, აქედან 10 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 2 კი - ნასყიდობით.

მეუღლის სახელზე გაფორმებულ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ბინას (26 კვ.მ) ახალი საცხოვრებელიც (89.კვ.მ) შეემატა, რომელიც თბილისში (ვაზისუბანი) 40 000 ლარადაა შეძენილი.

ოჯახის მთლიანი შემოსავალი გასული წლის მონაცემებით, 45 392 ლარით განისაზღვრა, რაც გულედანის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდთან შედარებით 16 364 ლარით მეტს შეადგენს.

შემოსავალი, 18 300 ლარის ოდენობით, გუბერნატორის მოადგილემ გასულ წელს ბინის გასხვისებიდანაც მიიღო, რომლის რემონტზეც  3 600 ლარი დახარჯა.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 401 times Last modified on ოქტომბერი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი