7 ავტომანქანა და 56 000 ლარზე მეტის საწვავი 10 თვეში - რითი გადაადგილდება შიდა ქართლის გუბერნია

შიდა ქართლის გუბერნიამ მიმდინარე წლის 10 თვეში 56 342 ლარი დახარჯა. ამ თანხით უწყებამ 25 696 ლიტრი საწვავი შეიძინა.

ეს მაჩვენებელი 2018-ის მთლიანი წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნიამ გასულ წელს უფრო ნაკლები ოდენობის საწვავი მოიხმარა და შესაბამისად თანხაც ნაკლები დახარჯა.

2018 წლის განმავლობაში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 24 205 ლარი 52 696 ლიტრი საწვავი შეიძინა.

რაც შეეხება ავტომანქანებს, რომლებითაც გუბერნიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან, სახელმწიფო რწმუნებულის ავტოპარკში სულ 7 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება, აქედან გუბერნატორი Toyota Land Cruiser Lc 200 - ით გიორგი ხოჯევანიშვილი სარგებლობს, მისი ორი მოადგილე Toyota Land Cruiser Lc 150 -ით, მესამე კი SHKODA OCTAVIA-თი მოძრაობს.

ამ ფირმის 2 მანქანაა გათვალისწინებული სამორიგეოდ, ამავე დანიშნულებით გუბერნიას კიდევ ერთი ავტომობილი MITSUBISHI L 200 აქვს განკუთვნილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 243 times Last modified on ნოემბერი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი