სად მოეწყო(ბა) ფანჩატურები და ტრენაჟორები გორსა და გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტის მერია ოთხ სოფელში გარე გამოყენების ტრენაჟორებს მოაწყობს. შესაბამისი სამუშაოებისთვის ყველა სოფელში ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი ცალცალკე გამოცხადდა.

ტრენაჟორები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვემო სობისში, ქვახვრელში, ტყვიავსა და ძევერაში განთავსდება, თითოეულ სოფელში სამუშაოების შესასრულებლად 22`622 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ სოფლებში ფანჩატურებისა და ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადდა, წინა შემთხვევაში სამუშაოების შესყიდვა ვერ მოხერხდა, რადგან ზოგ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა, ზოგ შემთხვევაში კი მონაწილე კომპანიებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

მიმდინარე წელს, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ფანჩატურები რამდენიმე ადგილას მოეწყო, მათ შორის გორის ცენტრალურ სკვერში "ახალბაღი", ღამბარაულის ქუჩაზე, შინდისის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე. აქედან ღამბარაულის ქუჩასა (18 795 ლარი) და "ახალბაღში" (18 100 ლარი) სამუშაოები კომპანიამ "გეო გრინმა" შეასრულა, ხოლო შინდისის გზატკეცილსა (23 343 ლარი) და გორგასლის ქუჩაზე (22 820ლარი), კომპანიამ "ჯეო - პარკმა".

ფანჩატური სამაგიდო თამაშებისთვის, "ახალბაღი" 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ მიმართულებით 10 ტენდერი გამოაცხადა, აქედან 6 ჩავარდა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

  

 

Read 306 times Last modified on დეკემბერი 02 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი