როგორც რადიო "მოზაიკას" გორის მერიაში უთხრეს, ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
"კლინიკებისა დ ჩვენი თანადაფინანსებით, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ისევ დაინიშნება ტრანსპორტი, რათა ვუზრუნველყოთ მათი ტრანსპორტირება სამსახურებში", - გვითხრეს მერიაში.
ინფორმაციისთვის, გორში მომუშავე ექიმებს ტრანსპორტი გაზაფხულზეც ემსახურებოდა, როცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.