"სტატისტიკა გვკარნახობს, რომ გარდაცვალების რაოდენობა 1%-ზე ნაკლები გვაქვს. ეს არამარტო ჩვენი კლინიკისთვის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ქსელში, როგორც გორში, ასევე ხაშურსა და ქარელში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტია გარდაცვლილი" , - აცხადებს მერაბ მაისურაძე.
მისივე განმარტებით, ისინი ძირითადად, კლინიკაში უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.