Back to Top
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 14:14

ანზორ კუპრაძის ვარსკვლავი მისი გამოჯანმრთელების შემდეგ გაიხსნება

გორის საპატიო მოქალაქის, ცნობილი მოცეკვავის და ქორეოგრაფის, ანზორ კუპრაძის ვარსკვლავი მისი გამოჯანმრთელების შემდეგ გაიხსნება.


ამის შესახებ კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ რადიო "მოზაიკასთან" ისაუბრა.კაპანაძის თქმით კუპრაძის ვარსკვლავის გახსნა მცირე ღონისძიებით აღინიშნება.


"კულტურის ცენტრთან ვარსკვლავი უკვე განთავსებულია, ბატონი ანზორი ახლა კოვიდ ინფიცირებულია და როგორც კი გამოჯანმრთელდება გავხსნით. პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიება პომპეზური ვერ იქნება, ამიტომ მცირე მასშტაბებში გვექნება ვარსკვლავის გახსნა", - ამბობს გელა კაპანაძე


ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვარსკვლავის გახსნაზე დაახლოებით 3 800 ლარი დახარჯა.